top of page
13 მიზნების დასახვადა მიღწევა 2.png

წარმატება: მიზნების დასახვა და მიღწევა

განსაზღვრეთ, დაგეგმეთ და მიაღწიეთ წარმატებას

დაგვიკავშირდით: 
ქეთი ტყავაძე:
555 597795
keti@macademy.ge

ტრენინგის ხანგრძლივობა და ფასი კორპორატიული ჯგუფისთვის დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, რეალური საჭიროებების და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, ვისაც სურს წარმატება და ეფექტურობის ზრდა როგორც სამსახურებრივ, ასვე პირად საკითხებში

ტრენერი

XT5F2561-Edit copy.jpg

ტრენერი
ქეთი ტყავაძე

ქეთი ფლობს 17 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი არის მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი, რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორი.

ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP® (პროექტის მართვის პროფესიონალი - pmi.org), პროფესიონალი ქოუჩი - (Erickson Coaching International), სერტიფიცირებული NLP ქოუჩი - (American Board of NLP - Neuro Linguistic Programming) და ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორანტი (PhD)​.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

ხშირია შემთხვევები, როდესაც წარმატების გზაზე პროფესიონალები სირთულეებს აწყდებიან: ბოლომდე არ აქვთ გააზრებული  რა სურთ, ან არ უფიქრიათ წარმატების შესაძლებლობებზე და კონკრეტულ ნაბიჯებზე. ასევე, გვხვდება შემთხვევები, როდესაც პროფესიული საქმინობა ასე თუ ისე წარმატებულია, თუმცა სამსახურის გარეთ ცხოვრება უყურადღებოდ რჩება.

 

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის პროცესში მონაწილეები დაფიქრდებიან საკუთარ ცხოვრებაზე და მის ძირითად მიმართულებებზე. აღმოაჩენენ წარმატების მათეულ განმარტებას და შემადგენელ კომპონენტებს. ცხოვრების თითოეული მნიშვენოვანი მიმართულებიდან განსაზღვრავენ მათთვის მნიშვნელოვან მიზნებს, შეადგენენ კონკრეულ გეგმას და აიღებენ პასუხისმგებლობას ნაბიჯების გადადგმაზე

შინაარსი

რა არის წარმატება

  • გარეგანი წარმატება

  • შინაგანი წარმატება

  • რა არის ჩემთვის წარმატება
     

მიზნების დასახვა წარმატებისთვის

  • რა არის და რატომაა საჭირო მიზნები

  • როგორ აღმოვაჩინო ჩემი მიზნები

  • როგორი უნდა იყოს მიზნები, რომ მივაღწიოთ
     

მიზნების მიღწევის პროცესი

  • მიზნების მიღწევის დაგეგმვა

  • დაპრიორიტეტება

  • სირთულეების გადალახვა

  • მიზნების მიღწევა და თავდაჯერებულობა

დეტალებისთვის - თქვენზე მორგებული შეთავაზებისთვის დაგვიკავშირდით: 

ქეთი ტყავაძე, 555 597795, keti@macademy.ge

bottom of page