top of page
Image 2.jpg

Be Agile - ტრენინგი და მენტორინგი Product
Owner-ებისთვის

ტრენინგის დეტალები

ნაკადი

1

ფასი

450 ₾

დასაწყისი

08/05/2024

დასასრული

15/05/2024

განრიგი

8, 13 და 15 მაისი

19:00 - 22:00 სთ

დაგვიკავშირდით: 
მარიკა კლდიაშვილი:
599 226622
marika@macademy.ge

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც

  • ქმნიან ახალ პროდუქტებს და მომსახურებას ან ავითარებენ უკვე არსებულს

  • სურთ რომ კომპანიის სიახლე მაქსიმალურად ითვალისწინებდეს მომხმარებლის საჭიროებას

  • მენეჯერებისთვის და გუნდის ლიდერებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ მუშაობას და ხელს უწყობენ სიახლეების დანერგვას

  • ციფრული ინდუსტრიით და ციფრული პროექტებით დაინტერესებული ადამიანებისთვის

ტრენერი

marika.jpg

მარიკა კლდიაშვილი

მარიკა ფლობს 18+ წლიან მენეჯერულ გამოცდილებას IT და ბიზნეს მიმართულებებით ქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსის, ბიზნეს ანალიზისა დაპროექტების მართვის დეპარტამენტების უფროსის პოზიციებს. მარიკას ჩართულობით სხვადასხვა სექტორის და საქმიანობის კომპანიებში დაინერგა პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და განხორციელდა Agile მიდგომების დანერგვა. ბოლო 7 წლისგანმავლობაში ის ხელმძღვანელობს სხვადასხვა ბიზნეს ინკუბატორებს და აქსელერატორებს და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელების განვითარებას. მარიკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერთა მეცნიერებების ფაკულტეტი, ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი და  იგი ასევე არის სერტიფიცირებული ბიზნეს ანალიტიკოსი IQBBA CFLBA, პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი PMI.org), პროფესიონალი ქოუჩი (Erickson Coaching International) და ფლობს Lean Six Sigma Yellow Belt-ს.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

თანამედროვე ბიზნეს გარემოს დამახასიათებელი ნიშანია ცვლილებების საჭიროების გაზრდილი სიხშირე და დასმული ამოცანების კომპლექსურობა. ამასთან ერთად, ყოველი ახალი პროექტი ხშირად იწყება ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენით იმაზე თუ რა უნდა იყოს პროექტის შედეგი და როგორი უნდა იყოს საბოლოო პროდუქტი. ამ გარემოებებში სიახლეების დანერგვაზე პასუხისმგებელი ადამიანების ამოცანა საჭიროებს სწორ მიდგომებს, ინსტრუმენტებს და მოქმედებათა თანამედროვე ჩარჩოების (framework-ების) ცოდნას. ამ კურსის ფარგლებში თქვენ შეისწავლით როგორც Agile ქოლგის ქვეშ გაერთიანებულ რამდენიმე მეთოდს (Scrum, Kanban), ასევე გაეცნობით იმ ინსტრუმენტებს და პრაქტიკებს, რომელიც არ არის უშუალოდ მეთოდოლოგიების ნაწილი, მაგრამ წარმატებით გამოიყენება გამოცდილი Product Owner-ების მიერ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

 

რას მიიღებთ კურსის გავლით:

კურსის გავლის შედეგად მსმენელები

  • უკეთ შეძლებენ Product Owner როლის შესრულებას;

  • ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ კომპანიის პროდუქტების განვითარებისთვის ან ტექნიკური სიახლეების დასანერგად აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ;

  • უკეთ შეძლებენ შეიმუშაონ მისაღწევი შედეგის ხედვა;

  • უკეთ შეძლებენ კომპანიის სტრატეგია დანერგონ პროექტების და პროდუქტების დონეზე;

  • შეისწავლიან მომხმარებლის საჭიროებების დადგენის და ანალიზის ინსტრუმენტებს;

  • გაიუმჯობესებენ ამოცანის ჩამოყალიბების უნარებს;

  • გაიუმჯობესებენ ცვლილებებზე რეაგირების და ადაპტირების უნარს;

  • გააუმჯობესებენ კომუნიკაციას გუნდის წევრებთან;


ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

შინაარსი

  • რას ნიშნავს პროდუქტის შექმნა VUCA ბიზნეს სამყაროში?

  • რატომ გახდა აქტუალური ‘ეჯაილობა’? მოკლე ისტორია, Agile მანიფესტი, ღირებულებები

  • Agile ქოლგის ქვეშ არსებული მეთოდოლოგიების მოკლე მიმოხილვა, მათ შორის საქართველოში დანერგილი პრაქტიკები

  • რა არის Scrum ? ტერმინოლოგია, ისტორია, მეთოდოლოგია, არტეფაქტები

  • ვინ არის Product Owner (როლი, ამოცანები, პასუხისმგებლობები)

  • რას ნიშნავს პროდუქტის შექმნა Scrum ფილოსოფიით

  • ბიზნეს მოდელი, Business Model Canvas

  • მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი, Scrum Product Canvas

  • რა არის OKR

  • ხედვის და სტრატეგიის განსაზღვრა

  • ინკრემენტულობა და იტერაციულობა

  • როგორ ვმართოთ მოთხოვნები? (Product Backlog, User Stories, Nonfunctional Requirements, Epics, Acceptance Criteria, Spikes)

  • რა არის  MVP? ვიზუალური მოდელები პროტოტიპირებისთვის

  • მოთხოვნები პროდუქტის მიმართ და წარმატების კრიტერიუმები

  • დეკომპოზიციის ტექნიკები

  • მოთხოვნების ურთიერთდამოკიდებულება, ზეგავლენის ანალიზი, Story Mapping

  • შეფასება, ტექნიკები Function Points, Ideal Hours, Story Points

  • აღსრულება, The Release Burndown Chart , The Release Burndown Bar

  • დანერგვა

  • რა არის რელიზი (Release Strategy: Major Releases, Minor Releases, Functional Releases)

  • პროდუქტის შემდგომი მხარდაჭერა, ცვლილებები კონვეერული პრინციპით და Kanban დაფა

  • შეჯამება

ტრენინგის შემდგომი ჯგუფური მენტორინგი:

მენტორინგის ხანგრძლივობა - 4 კვირა. ტრენინგის დასრულების შემდეგ შედგება 3-5 მონაწილესგან შემდგარი ჯგუფები. თითო ჯგუფი კვირაში ერთხელ მიიღებს დავალებას (ჯამში 4 დავალება), ამ დავალების შესრულება შესაძლებელი იქნება ინდივიდუალურად, ხოლო შემდეგ მოხდება ჯგუფური განხილვა შესრულებული სამუშაოების, გამოწვევების, გამოცდილების გაზიარება და მენტორისგან რჩევების მიღება. მენტორინგის პროცესის ამოცანაა - ინკრემენტულად დაინერგოს პრაქტიკაში ის ცოდნა, რომელსაც მონაწილეები მიიღებენ ტრენინგის ფარგლებში.

bottom of page