top of page
agile 2.png

Agile ვორქშოფი - Online

მართეთ ინოვაციური პროექტები თანამედროვე მეთოდებით

ნაკადი

12

ფასი

460 ₾

დასაწყისი

28/06/2024

დასასრული

05/07/2024

განრიგი

28 ივნისი, 03 და 05 ივლისი, 19:00 - 22:00 სთ

დაგვიკავშირდით: 
მარიკა კლდიაშვილი:
599 226622
marika@macademy.ge

ვისთვისაა კურსი

ვორქშოფი განკუთვნილია კომპანიების თანამშრომლებისთვის, რომლებიც მონაწილეობას იღებენ პროდუქტის შექმნის რომელიმე ფაზაში ან მათ შეეხებათ დანერგილი ცვლილება.  ასევე, კურსი საინტერესო იქნება კომპანიების ხელმძღვანელებისთვის, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ გუნდურ მუშაობას და ხელს უწყობენ სიახლეების დანერგვას. კურსიდან განსაკუთრებულ სარგებელს მიიღებენ: მცირე და საშუალო ზომის კომპანიების ხელმძღვანელები, სტარტაპერები, პროექტის მენეჯერები, პროდუქტის განვითარების მენეჯერები, მარკეტინგის სპეციალისტები, ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერები, რისკების მენეჯერები, პროცედურებზე და ბიზნეს პროცესებზე პასუხისმგებელი პირები, აიტი განყოფილების უფროსები. 

ტრენერი

marika.jpg

მარიკა კლდიაშვილი

მარიკა ფლობს 18+ წლიან მენეჯერულ გამოცდილებას IT და ბიზნეს მიმართულებებით ქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის უფროსის, ბიზნეს ანალიზისა დაპროექტების მართვის დეპარტამენტების უფროსის პოზიციებს. მარიკას ჩართულობით სხვადასხვა სექტორის და საქმიანობის კომპანიებში დაინერგა პროექტების მართვის მეთოდოლოგიები და განხორციელდა Agile მიდგომების დანერგვა. ბოლო 7 წლისგანმავლობაში ის ხელმძღვანელობს სხვადასხვა ბიზნეს ინკუბატორებს და აქსელერატორებს და ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელების განვითარებას. მარიკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის და კომპიუტერთა მეცნიერებების ფაკულტეტი, ამჟამად არის ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი და  იგი ასევე არის სერტიფიცირებული ბიზნეს ანალიტიკოსი IQBBA CFLBA, პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი PMI.org), პროფესიონალი ქოუჩი (Erickson Coaching International) და ფლობს Lean Six Sigma Yellow Belt-ს.

 

☞ მეტი დეტალებისთვის იხილეთ: 

social-linkedin-circle-512.png

მიმოხილვა

ცნობილია, რომ პროექტის მართვის პროცესი დამოკიდებულია როგორც მის შიგნით, ისე მის გარეთ მოქმედ ფაქტორებზე და გარემოზე. თანამედროვე ბიზნეს გარემოს ახასიათებს ხშირი ცვლილებები და განუსაზღვრელობის მაღალი დონე (ხშირად, პროექტის დასაწყისში ძალიან ბუნდოვანია ახალი პროდუქტის ან მომსახურების ჩარჩო). ბუნებრივია, ასეთი გარემოს პირობებში აუცილებელია  პროექტების მართვის ახალი მიდგომების შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობდა საპროექტო გუნდს ცვლილებებზე სწრაფ ადაპტაციის პროცესში.

 

კურსის ფარგლებში განხილული იქნება მოქნილი პროექტების მართვის მიდგომები და მეთოდოლოგიები, რომელიც უკვე აპრობირებულია საქართველოში და გამოიყენება ამ მიზნით. ვორქშოფის ფარგლებში განხილული იქნება როგორც Agile ფილოსოფია, ასევე ორი მთავარი მეთოდი Scrum და Kanban.

გავარჩევთ როგორც თეორიული მასალას, ასევე პრაქტიკულ მაგალითებსა და სავარჯიშოებს, რაც შესაძლებლობას მისცემს მსმენელებს კურსის დასრულებისთანავე საკუთარ, ყოველდღიურ საქმიანობაში გადაიტანონ მიღებული ცოდნა.

შინაარსი

  • რა არის ეჯაილობა? მოკლე ისტორია, Agile პროგრამირების მანიფესტი

  • Agile ქოლგის ქვეშ არსებული მეთოდოლოგიების მოკლე მიმოხილვა, მათ შორის საქართველოში დანერგილი პრაქტიკები

  • რა არის Scrum ? ტერმინოლოგია, ისტორია, მეთოდოლოგია

  • Scrum გუნდის მნიშვნელობა და მოსამსახურე ლიდერის კონცეფცია

  • Scrum Agile არტეფაქტები და ღონისძიებები

  • ამოცანის დასმა და შესრულება Scrum ფილოსოფიით

  • რა არის Kanban? მოკლე ისტორია, როდის გამოიყენება, მთავარი პრინციპები

  • Agile განვითარებასთან დაკავშირებული სტატისტიკა, ტენდენციები და პროგნოზები

  • შეჯამება

bottom of page