ადამიანური რესურსის მართვა, მოდული 4: ტალანტების მართვა და კომპანიის ბრენდინგი

ტრენინგები ადამიანური რესურსის მართვა, მოდული 4: ტალანტების მართვა და კომპანიის ბრენდინგი

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია ადამიანური რესურსის მართვის სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, შერჩევის, განვითარების და სხვ. მენეჯერებისთვის, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ სისტემების შემუშავება-დანერგვა-მართვაში.

კურსის საფასური:

650 ლარი

კურსის მიზანია ადამიანური რესურსების მართვაში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, თანამედროვე და ინოვაციური გადაწყვეტილებების განხილვა, მსმენელის საჭიროებებზე მორგებული პრაქტიკული სამუშაოების განხილვა/შესრულება, რაც დაეხმარება მონაწილეს მოძებნოს სწორი გადაწყვეტილებები მის წინაშე დასმული მნიშვნელოვანი ამოცანებისა თუ კითხვების შესახებ.

 

რას მივიღებ კურსის გავლით

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელები შეძლებენ ბიზნესის საჭიროებაზე მორგებული სისტემების, მეთოდების და პროცედურების შექმნა-განვითარებას; ადამიანური რესურსების მართვის ახლებურ ხედვას, სხვადასხვა მიდგომებისა და სტრატეგიული არმ სისტემის მართვას

ყველა მონაწილე მიიღებს მართვის აკადემიის შესაბამის სერტიფიკატს.

კურსის საფასური:

650 ლარი

ნაკად(ებ)ი:

17 - 27-04-2018

  • ტალანტების მართვის კონცეფციის შინაარსი, საჭიროება და შედეგები
  • არის თუ არა ტალანტების მართვა ხალხის მართვის სტრატეგია?
  • ტალანტების მართვის ეტაპები: მოზიდვა, სწავლება, შეფასება, განვითარება და შენარჩუნება
  • როგორ ხდება ტალანტების მოზიდვა და შერჩევა?
  • როგორ იგეგმება და ვმართავთ ტალანტების სწავლასა და განვითარებას
  • ტალანტების მართვის შეფასების სისტემის, 360 გრადუსიანი შეფასების სპეციფიკაციები
  • რას ნიშნავს “მემკვიდრის შერჩევა” და მისი განვითარების მართვა (succession planning)
  • ტალანტების მართვისთვის საჭირო ანალიტიკის შექმნა და მართვა
  • რა არის ორგანიზაციის, როგორც დამქირავებლის ან “კარგი დამქირავებლის ბრენდინგი”
  • რატომ ხდება არმ უფრო მეტად მარკეტინგული
  • როგორ იქმნება “ძალიან კარგი კომპანიის” ბრენდი
  • როგორ იგეგმება მარკეტინგული HRM
  • როგორია ბრენდინგის კამპანიები
  • რა არის შიდა კომუნიკაცია არმ-ში
  • რა ქმნის მოტივაციას კორპორაციებში
  • როგორ უნდა გაზომოს და შეაფასოს HR მენეჯერმა კორპორაციის თანამშრომლების მოტივაცია და დემოტივაცია
  • მოტივაცია სამიზნე-განწყობა თუ სურვილი
  • რატომ სჭირდება ორგანიზაციას ჩართულობა და რითი განსხვავდება მოტივირებული გუნდი ჩართული გუნდისგან
  • უშუალო მენეჯერისა და HR მენეჯერის სამიზნეები გუნდის წევრების ჩართულობის მისაღწევად
  • რა ართულებს გუნდის ჩართულობის გაუმჯობესებას

კურსს უძღვება

მედეა ტაბატაძე

ტრენერი

ადამიანის განათლების მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს - წიგნების წაკითხვა და ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა.

თეონა კენედი (გრძელიშვილი)

ტრენერი

შეცდომა მხოლოდ მაშინ არის შეცდომა თუ მისი გააზრება და რაიმეს სწავლა არ ხდება.

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
17 27-04-2018 - 09-05-2018 12 საათი ოთხშაბათი და პარასკევი 19:00 - 22:00 სთ

შეხვედრები შედგება მართვის აკადემიაში ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს.