სემინარი "7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ"

ტრენინგები სემინარი "7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ"

ვისთვისაა კურსი

სემინარი განკუთვნილია ნებისმიერი პროფესიონალისთვის, ვინც მიზნად ისახავს პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას კარიერაში და ბიზნესში, შემდგომი წარმატების მიღწევის მიზნით.

კურსის საფასური:

690 ლარი

ყველა პროფესიონალი უნდა განვითარდეს, თორემ ბაზარს ჩამორჩება (Up or Out). მენეჯერისთვის ეს ორჯერ უფრო მნიშვნელოვანია, რადგან სამუშაოს შესრულების გარდა, თქვენ სხვებისთვის პროფესიონალიზმის და ზრდის მაგალითი უნდა იყოთ.

დაძაბული მიზნებიდან, სამუშაო დატვირთვიდან და სტრესის დონიდან გამომდინარე, საუკეთესო მენეჯერებსაც კი არ გეძლევათ საშუალება კრიტიკულად შეაფასოთ საკუთარი უნარები და დასახოთ შესაბამისი მოქმედებები განვითარებისთვის.

სემინარი "7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ" მიზანია მოკლე დროში (ორი  დღის განმავლობაში) დაგეხმაროთ, შეაფასოთ თქვენი მენეჯერული შესაძლებლობები, აღმოაჩინოთ გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობები და დასახოთ მომავალი რამდენიმე თვის სამოქმედო გეგმა.

 

რას მივიღებ სემინარში მონაწილეობით

სემინარის ფარგლებში, ორ დღიანი მუშაობის შედეგად, თქვენ გააანალიზებთ არსებულ მენეჯერულ უნარებს და დასახავთ მათი გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას შემდეგი მიმართულებებით:

  • პიროვნული და პროფესიული განვითარების პროცესი
  • მიზნების დასახვის და მათი შესრულების პრინციპები
  • პროდუქტიულობა და დროის მართვა
  • პრობლემების გადაჭრა
  • გადაწყვეტილებების მიღება
  • ინოვაციები - ტექნოლოგიური საშუალებები
  • კომუნიკაციის უნარის განვითარება და DISC მეთოდოლოგია

 

თქვენ გაიცნობთ საუკეთესო ქართველ პროფესიონალ მენეჯერებს სხვადასხვა სფეროდან, რომლებთან ურთიერთობა და გამოცდილების გაზიარება არის ტრენინგის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი.

სემინარის დაწყებამდე ყველა მონაწილე გაივლის ტესტირებას საერთაშორისოდ აპრობირებული DISC მეთოდოლოგიით და მიიღებს შესაბამის ანგარიშს (Report), რომელშიც აღწერილია თქვენი საკომუნიკაციო სტილი და სხვებთან ურთიერთობის თავისებურებები. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება ტრენინგის პროცესში.

ყველა მონაწილე მიიღებს კურსის სლაიდებს, მითითებებს დამატებით ლიტერატურაზე და შესაბამის სერტიფიკატს.

კურსის საფასური:

690 ლარი

მენეჯერის თვითშეფასება

- ხარ ეფექტური მენეჯერი?

- იცი, რა გაკლია?

- საკმარისად თვითკრიტიკული ხარ?

- რა პრობლემები გაქვს?

- საკმარისად ვითარდები?

მიზნების დასახვა და შესრულება

- მიზნების მნიშვნელობა

- ცხოვრების ბორბალი

- როგორი უნდა იყოს მიზანი

- რა კითხვები უნდა დავსვათ

- პასუხისმგებლობის აღება მიზნების შესრულებაზე

პროდუქტიულობა და დროის მართვა

- დროის მართვა

- სტრესის კონტროლი

- დროის მფლანგველები

- დაპრიორიტეტება

ტექნოლოგიების გამოყენება

- ინფორმაციის მოძიება, შენახვა და გაზიარება

- ელფოსტა და კალენდარი

- საკომუნიკაციო ინსტრუმენტები

- ინფორმაციის შენახვა "ღრუბელში"

- სოციალური ქსელების გამოყენება

კომუნიკაცია

- კომუნიკაციის მნიშვნელობა და სირთულეები

- როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია?

- DISC მოდელის არსი

- D, I, S, C პროფილის დადებითი და უარყოფითი მხარეები

- სავარჯიშო: სამოქმედო ღონისძიებები

გადაწყვეტილების მიღება და პრობლემების გადაჭრა

- პრობლემების ტიპები

- როგორ მოვაგვაროთ თითოეული

- გადაწყვეტილების მიღების მეთოდები

- გადაწყვეტილების შედეგები

კურსს უძღვება

ქეთი ტყავაძე

თავმჯდომარე და ტრენერი

ნამდვილი ცხოვრება იწყება იქ, სადაც მთავრდება შენი კომფორტის ზონა.

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
13 2017-12-22 - 2017-12-23 12 საათი პარასკევი და შაბათი 10:00 - 17:00 სთ

კურსის შეხვედრები შედგება მართვის აკადემიაში ყოველ პარასკევს და შაბათს.