ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის და საპასუხისმგებლო პოზიციებზე დასაქმებული პროფესიონალებისთვის, ვისაც უწევს პრეზენტაციების ჩატარება სხვადასხვა მიმართულებით (მაგ. ტოპ მენეჯმენტისთვის, დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის, კოლეგებისთვის)

მიმოხილვა

მენეჯერების და საპასუხისმგებლო პოზიციაზე დასაქმებული პროფესიონალების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა სხვადასხვა ხასიათის პრეზენტაციების გაკეთება. პრეზენტაციები ხშირად ეხება შესრულებულ პროექტებს ან სამომავლო გეგმებს. კვლევები ადასტურებს, რომ წარმატებით ჩატარებული პრეზენტაცია გავლენას ახდენს მენეჯერების და პროფესიონალების საბოლოო შედეგებზე, მათ რეპუტაციაზე, შეფასებაზე და კარიერულ ზრდაზე. 

 

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 
ქეთი ტყავაძე 555 597795, keti@macademy.ge

 

შინაარსი

 

ბიზნეს კომუნიკაციის არსის მიმოხილვა

  • თანამედროვე ბიზნეს კომუნიკაციის ფორმები და არხები
  • კომუნიკაციის დონეები (შინაარსი და დამოკიდებულება)
  • სუბიექტური და ობიექტური კომპონენტები კომუნიკაციაში
  • ინფორმაციის სტრუქტურირება, მთავარი მესიჯების განსაზღვრა

 წარმატებული პრეზენტაცია

  • რა განსაზღვრავს პრეზენტაციის წარმატებას
  • პრეზენტაციის მომზადების მთავარი წესები
  • პრეზენტაციის მიზნის განსაზღვრა
  • აუდიტორიის წინასწარი ანალიზი
  • პრეზენტაციის სტრუქტურა და ხანგრძლივობა, საკითხის არსი და თანმიმდევრობა
  • ინფორმაციის რაოდენობის ბალანსი (ჭარბი, უსარგებლო ინფორმაციის თავიდან აცილება)
  • სიტყვიერი ინფორმაციის, დიაგრამების, ფოტოსურათების ბალანსი
  • წინადადებების სტრუქტურა
  • ვიზუალური მასალ(ებ)ის (მაგ. ppt ფაილის) გვერდის სტრუქტურა, ფონი, ფერები, ფონტის სახე და ზომა
  • აუდიტორიის მართვა
  • არავერბალური კომუნიკაცია
  • რა არ შეიძლება პრეზენტაციისას
  • დროის მართვა
  • არგუმენტირება

პრაქტიკული სავარჯიშო:

  • გავლილი მასალის შესაბამისი ჯგუფური სავარჯიშო
  • განხილვა

შეჯამება

ტრენერები

კურსს უძღვება

მარიკა კლდიაშვილი

ტრენერი

იმ მასშტაბური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, შეუძლებელია იმავე დონის აზროვნებით, რამაც ეს პრობლემები გამოიწვია.

განრიგი და ფორმატი