PMP - საერთაშორისო სერტიფიკატი პროექტის მართვაში

ტრენინგები PMP - საერთაშორისო სერტიფიკატი პროექტის მართვაში

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია პროექტის მენეჯერების ან პროექტში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებისთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტის მართვის პროფესიონალის (PMP) ტიტული და შესაბამისი სერტიფიკატი.

პროექტის მართვის კუთხით წინასწარი განათლების ქონა აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია, რადგან მსმენელებს გაუადვილებს გამოცდისთვის მზადების პროცესს.

მსმენელებისთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს პროექტის მართვა (რაც დაეხმარება მათ როგორც პრაქტიკულ ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე გამოცდის ჩაბარებაში) რეკომენდებულია PMP-ის მოსამზადებელი კურსის გავლამდე დაესწრონ მართვის აკადემიის პროექტის მართვის ტრენინგს.

კურსის საფასური:

3350 ლარი

ნაკადი (ები):

3 - 03/03/2018

 

(სასერტიფიკატო გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი)

მართვის აკადემია, შესაბამისი აკრედიტაციის მქონე რუმინულ ორგანიზაცია "Colors in Projects"-თან თანამშრომლობით საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოემზადონ საერთაშორისოდ აღიარებული PMP (Project Management Professional) გამოცდისთვის უმოკლეს დროში.

5 დღიანი კურსის განმავლობაში, მოწვეული სერტიფიცირებული ტრენერი - Simona Bonghez მსმენელებს აუხსნის და ყურადღებას გაუმახვილებს ყველა იმ ძირითად თემაზე, საკითხსა და ტექნიკაზე, რაც საჭიროა PMP-ის საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდისთვის. Simona-ს აქვს  როგორც ტრენინგების ჩატარების, ასევე პროექტის მართვის 10+ წლის გამოცდილება და არის PMI-ის (Project Management Institute) მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ერთ-ერთი ძირითადი სპიკერი.

წარმატებული სერტიფიცირების გარანტირებისთვის, კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ რამდენიმე დღე წიგნის წაკითხვისთვის. შემდეგ კი 8 დღის განმავლობაში მართვის აკადემია და PMP სერტიფიკატის მქონე მენტორები დახმარებას გაუწევენ მონაწილეებს გამოცდისთვის მზადების პროცესში:

  • კურსის დასრულების შემდეგ 08 მარტიდან 18 მარტამდე 11:00 - 18:00 სთ პერიოდში მართვის აკადემიის ოფისში გამოიყოფა სამეცადინო სივრცე, საოფისე ინვენტარით, ინტერენტით და სასმელებით;
  • მსმენელები უზრუნველყოფილი იქნებიან PMP გამოცდისთვის სამეცადინო უახლესი წიგნებით და სავარჯიშო ტესტებით;
  • მონაწილეებს დახმარება გაეწევათ აპლიკაციის შევსების, გამოცდის დანიშვნის და საგამოცდო თანხის* გადახდის საკითხში;
  • მეცადინეობის პროცესში მსმენელებს დახმარება გაეწევათ მათთვის მნიშვნელოვან / გაურკვეველ ნებისმიერ საკითხზე;

ტრენერი: Simona Bonghez: არის დოქტორი, ფლობს პროექტის მართვის და ტრენინგების ჩატარების 20 წლიან გამოცდილებას. იგი არის Project Management Institute (PMI)-ის კონფერენციების სპიკერი და ორგანიზატორი. სიმონას აქტიურად იწვევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში პროექტის მართვის ტრენინგების ჩასატარებლად და საკონსულტაციო მომსახურების გასაწევად.

* PMP გამოცდის ჩაბარების საფასურია 555 აშშ დოლარი, რასაც თავად მონაწილე იხდის ინტერნეტით.  გამოცდის ჩაბარება ხდება American Councils-ის ოფისში (მისამართი ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 27/29).

 

რა არის PMP სერტიფიცირება

 

PMP არის საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტული, რომელსაც გვთავაზობს პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) - მსოფლიო მასშტაბით ლიდერი კომპანია პროექტის მართვის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების კუთხით. პროექტის მართვის ინსტიტუტი წარმოდგენილია 204 ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით 700,000-მდე პროექტის მენეჯერისთვის აქვს მინიჭებული PMP ტიტული, ოფიციალური გამოცდის საფუძველზე.

გამოცდაზე გასასვლელი პრე-რეკვიზიტებია :

1. უმაღლესი განათლება;

2. პროექტის მართვის 4,500 საათიანი პრაქტიკული გამოცდილება (რაც დაახლ. 2 წელს უდრის);

3. პროექტის მართვის ოფიციალური განათლების 35 საკონტაქტო საათი. ამ საკონტაქტო საათების გაცემა / მინიჭება შეუძლია მხოლოდ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს, მათ შორის ორგანიზაცია "Colors in Projects"-ს (ამ კონკრეტული კურსით), რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა კურსდამთავრებულების მიერ გამოცდის წარმატებით ჩაბარების მაჩვენებლით.

ტრენინგი ტარდება ინგლისურ ენაზე.

კურსის საფასური:

3350 ლარი

ნაკად(ებ)ი:

3 - 03/03/2018

PMP გამოცდის შესახებ

გამოცდის ტექნიკები და ხრიკები

რა არის პროექტი?

პროექტის მენეჯერის როლი

პროექტის სასიცოცხლო ციკლი

პროექტის მართვის პროცესები

ინტეგრაციის მართვა

შინაარსის მართვა

დროის მართვა

ხარჯების მართვა

ხარისხის მართვა

ადამიანური რესურსის მართვა

კომუნიკაციის მართვა

რისკების მართვა

შესყიდვების მართვა

საკვანძო მხარეების მართვა

კურსს უძღვება

ლელა მაჩაიძე

ტრენერი

სანამ იმოქმედებ მოისმინე, სანამ რეაგირებას მოახდენ იფიქრე, სანამ დახარჯავ გამოიმუშავე, სანამ გააკრიტიკებ დაიცადე, სანამ ილოცებ აპატიე, სანამ ხელს ჩაიქნევ სცადე.

მენტორები

ვანო ნადირაძე

პარტნიორი და ტრენერი

როცა ადამიანი კითხვის დასმას შეწყვეტს, მან განვითარებაზე უარი თქვა.

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
3 03/03/2018 - 03/07/2018 35 საათი 5 სრული დღე, 10:00 - 18:00 სთ

კურსის შეხვედრები შედგება 5 სრული დღის განმავლობაში 10:00 – 18:00 საათების პერიოდი, ორი მოკლე შესვენებით და სადილით.

შეხვედრები გაიმართება: მართვის აკადემიაში.