ეს კურსი განკუთვნილია გაყიდვების მენეჯერებისთვის, შემსყიდველებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის და საქმიანი მოლაპარაკების წარმოებაში ჩართული საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის.
ტრენინგი სასარგებლოა მათთვის, ვინც კლიენტთან, მომწოდებელთან, ხელმძღვანელთან, პარტნიორთან, დაქვემდებარებულთან, სხვა მხარეებთან ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას და მეორე მხარის დარწმუნებას ისე, რომ შენარჩუნდეს დადებითი საქმიანი ურთიერთობები.
მოლაპარაკება არის შესაძლებლობა ორი ან მეტი მხარისთვის მიიღოს საჭირო და სამართლიანი შედეგი. კურსის მიზანია აღჭურვოს მონაწილეები ეფექტური მოლაპარაკების ჩასატარებლად საჭირო თეორიული ცოდნით, ტექნიკებით, უნარებით.
კურსის ფარგლებში განხილული იქნება როგორც მოლაპარაკების მაგიდასთან მიმდინარე პროცესი, ასევე ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ორგანიზაციებს შორის.
კურსი ეფუძნება ჰარვარდის მოლაპარაკებათა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ მეთოდოლოგიას (Principled Negotiations). შესაბამისი მასალები მიღებულია ამ მეთოდილოგიის ერთ-ერთი შემოქმედის და “Getting To Yes “ წიგნის ავტორის Roger Fisher-ის ტრენინგზე (CMG, Roger Fisher House)
კურსის მასალა ადაპტირებულია ტრენერების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოში და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ყველა საფუძველი იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებები უფრო შედეგიანი და ეფექტური გახადონ. შეძლებენ განასხვაონ მოლაპარაკებათა სხვადასხვა მეთოდები. დეტალურად გაიაზრონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების ტექნიკები. საინტერესო ქეისები და ვიდეო მასალა ცოდნას უფრო გამოყენებადს და სწავლის პროცესს კი სახალისოს გახდის.
ყველა მონაწილე მიიღებს კურსის მასალების ნაკრებს და შესაბამის სერტიფიკატს.
ტრენინგის ფასი დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, შინაარსის, ხანგრძლივობის და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით