ვისთვისაა კურსი

ეს კურსი განკუთვნილია გაყიდვების მენეჯერებისთვის, შემსყიდველებისთვის, პროექტის მენეჯერებისთვის და საქმიანი მოლაპარაკების წარმოებაში ჩართული საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის.

ტრენინგი სასარგებლოა მათთვის, ვინც კლიენტთან, მომწოდებელთან, ხელმძღვანელთან, პარტნიორთან, დაქვემდებარებულთან, სხვა მხარეებთან ცდილობს საკუთარი ინტერესების დაცვას და მეორე მხარის დარწმუნებას ისე, რომ შენარჩუნდეს დადებითი საქმიანი ურთიერთობები.

კურსის საფასური:

960 ლარი

მოლაპარაკება არის შესაძლებლობა ორი ან მეტი მხარისთვის მიიღოს საჭირო და სამართლიანი შედეგი. კურსის მიზანია აღჭურვოს მონაწილეები ეფექტური მოლაპარაკების ჩასატარებლად საჭირო თეორიული ცოდნით, ტექნიკებით, უნარებით.

კურსის ფარგლებში განხილული იქნება როგორც მოლაპარაკების მაგიდასთან მიმდინარე პროცესი, ასევე ფართომასშტაბიანი მოლაპარაკება ორგანიზაციებს შორის.

კურსი ეფუძნება ჰარვარდის მოლაპარაკებათა პროექტის ფარგლებში შემუშავებულ მეთოდოლოგიას (Principled Negotiations). შესაბამისი მასალები მიღებულია ამ მეთოდილოგიის ერთ-ერთი შემოქმედის და “Getting To Yes “ წიგნის ავტორის Roger Fisher-ის ტრენინგზე (CMG, Roger Fisher House)

კურსის მასალა ადაპტირებულია ტრენერების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოში და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში.

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ყველა საფუძველი იმისთვის, რომ შემდგომი მოლაპარაკებები უფრო შედეგიანი და ეფექტური გახადონ. შეძლებენ განასხვავონ მოლაპარაკებათა სხვადასხვა მეთოდები. დეტალურად გაიაზრონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ინტერესებზე დაფუძნებული მოლაპარაკების ტექნიკები. საინტერესო ქეისები და ვიდეო მასალა ცოდნას უფრო გამოყენებადს და სწავლის პროცესს კი სახალისოს გახდის.

ყველა მონაწილე მიიღებს კურსის მასალების ნაკრებს და შესაბამის სერთიფიკატს.

კურსის საფასური:

960 ლარი

გამოხმაურებები

7 ელემენტი - მოლაპარაკების ჰარვარდის მოდელი

მოლაპარაკების ინტერესებზე დაფუძნებული მეთოდი. სხვა მოდელებთან შედარება და საინტერესო ქეისების განხილვა მოლაპარაკების 7 ელემენტის გაცნობა. მოლაპარაკებისთვის მომზადება, მოლაპარაკების პროცესი და მოლაპარაკების შემდგომი პერიოდი.

ინტერესები პოზიციების ნაცვლად

ინტერესების გამოვლენა დაფიქსირებული პოზიციების მიღმა. ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების ძიება. ალტერნატივები და დათმობები

ოპონენტის ოთხი ძირითადი ტიპი და მათთან მუშაობა

როგორ გამოვიცნოთ ოპონენტის ოთხი ძირითადი ტიპი? როგორც ავაგოთ მოლაპარაკების სტრატეგია ოპერატიულ რეჟიმში? რა ტექნიკები გამოვიყენოთ თითოეული ტიპის ოპონენტთან?

მოლაპარაკების პროცესის წარმართვა

როგორ დავგეგმოთ მოლაპარაკება? სწორი დაწყების და წესებზე შეთანხმების მნიშვნელობა. როგორ ავიცილოთ ჩიხში შესვლა? საკითხების პარკირება. პოზიტიური განწყობის შენარჩუნება

კურსს უძღვება

ნინო ოხანაშვილი

ტრენერი

რწმენა არის პირველი ნაბიჯის გადადგმა, როცა კიბეს ვერ ხედავ.