მართვის თანამედროვე მეთოდები 3.0

ტრენინგები მართვის თანამედროვე მეთოდები 3.0

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას მართვის (მენეჯმენტის) საკითხებში და საუკეთესო შედეგების მიღწევას მოტივირებული და ეფექტიანი გუნდის დახმარებით.

მიმოხილვა

ჩვენს რეალობაში ბევრი ადამიანი მენეჯერულ ცოდნასა და უნარებს მხოლოდ სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნის. დაძაბული მიზნებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში, ახალგაზრდა მენეჯერებს, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო და საშუალება, გაიმყარონ თეორიული ცოდნა და იმუშაონ შესაბამისი უნარების განვითარებაზე.

მართვის თანამედროვე მეთოდების ტრენინგის მიზანია მსმენელების მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც კარიერული და პროფესიული წინსვლის საწინდარია.

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შედეგად მსმენელები ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ ეფექტიანი მართვისთვის (მენეჯმენტისთვის) აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ; უკეთ შეძლებენ შეიმუშაონ მისაღწევი შედეგის ხედვა; დახვეწონ ქვეშევრდომებისთვის მიზნების დასახვის, დელეგირების და კონტროლის მექანიზმები; მოემზადონ თავისი გუნდების მეტად შეკავშირებისა და უკეთ მოტივირებისთვის; გააუმჯობესონ უკუკავშირის (მადლობები და შენიშვნები) კომუნიკაციის ტექნიკა; გამართონ კომუნიკაცია ზემდგომებთან.

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

 

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 
ქეთი ტყავაძე 555 597795, keti@macademy.ge

ვიდეო ანონსი

შინაარსი

შესავალი, განვითარება:

  • ტრენინგის გახსნა, საორგანიზაციო საკითხები
  • მენეჯერი - როგორც აღმზრდელი
  • თვითმოტივაცია: რა არის და რატომ გვჭირდება
  • შედეგები vs მიზეზები
  • თვითშეფასება და გრძელვადიანი განვითარება
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

მენეჯერის ფუნქციები:

  • მენეჯერის ფუნქციები: გრძელვადიანი განვითარება და თანამშრომლების აღზრდა
  • შორსმხედველები vs აღმასრულებლები
  • მენეჯერული პოზიციების ტიპები
  • “მაღლა ან გარეთ” - რომელ დონეს უნდა შევდარდეთ?
  • მმართველობითი საქმიანობა - როგორი კომბინაცია გვჭირდება?
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

ლიდერობა:

  • მენეჯმენტის ევოლუცია
  • მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპი
  • ლიდერობა - არჩევითი როლი
  • “თქვენ მიხედეთ ხალხს, ხალხი მიხედავს საქმეს”
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

მოტივაცია:

  • რა არის და რა შეუძლია მოტივაციას
  • პირდაპირი და არაპირდაპირი მოტივაცია
  • დემოტივატორები და მათი მართვა თითოეული თანამშრომლისთვის
  • ანაზღაურების და მოტივაციის კავშირი
  • ძირითადი მოტივატორები და მოტივაციის გეგმა თითოეული თანამშრომლისთვის
  • ოპტიმალური მდგომარეობის მოდელი
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

ერთი ერთზე შეხვედრები:

  • ერთი ერთზე შეხვედრების მნიშვნელობა
  • რა სიხშირით ვხვდებით
  • ერთი ერთზე საუბრის სტრუქტურა

უკუკავშირი:

  • დადებითი და უარყოფითი უკუკავშირი და მათი საჭიროება
  • როგორ გავხადოთ უკუკავშირი ქმედითი
  • უკუკავშირის მოდელი, როგორ ავაგოთ საუბარი
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

დელეგირება და კონტროლი:

  • რატომაა დელეგირება გარდაუვალი, დელეგირების მიზნები
  • დელეგირების სირთულეები და მათი გადალახვა
  • მიკრომენეჯმენტი - მნიშვნელოვანი დემოტივატორი
  • დელეგირების მოდელი, როგორ ავაგოთ საუბარი
  • თანამშრომლისთვის სიახლეების სწავლება
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

თანამშრომლის მენტორობა / ქოუჩინგი:

  • რა არის მენტორობა - რეპეტიტორი სამსახურში
  • რისთვისაა მენტორობა
  • როგორ შევარჩიოთ თემა, თანამშრომელი და მენტორი
  • მენტორობის პროცესი: ნებაყოფლობით თუ დაძალებით
  • მენტორობის ხანგრძლივობა
  • მიზნების ჩამოყალიბება და შედეგების შეფასება
  • კომუნიკაცია თანამშრომლებთან
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

ორგანიზაციული კულტურა:

  • “კულტურა საუზმეზე სტრატეგიას მიირთმევს”
  • შეხვედრის ოთახების და მოსაწევი ოთახების კონკურენცია
  • ხუთი ძირითადი კულტურა და ერთმანეთზე ზემოქმედება
  • როგორი თანამშრომლები გვჭირდება და როგორ მოვიქცეთ
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

 

ვიდეო ანონსი

ტრენერები

კურსს უძღვება

ქეთი ტყავაძე

პარტნიორი, თავმჯდომარე და ტრენერი

ნამდვილი ცხოვრება იწყება იქ, სადაც მთავრდება შენი კომფორტის ზონა.

ვიდეო ანონსი

განრიგი და ფორმატი

ვიდეო ანონსი