მართვის თანამედროვე მეთოდები 3.0

ტრენინგები მართვის თანამედროვე მეთოდები 3.0

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას მართვის (მენეჯმენტის) საკითხებში და საუკეთესო შედეგების მიღწევას მოტივირებული და ეფექტიანი გუნდის დახმარებით.

კურსის საფასური:

1480 ლარი

ნაკადი (ები):

59 - 02-04-2020

მიმოხილვა

ჩვენს რეალობაში ბევრი ადამიანი მენეჯერულ ცოდნასა და უნარებს მხოლოდ სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნის. დაძაბული მიზნებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში, ახალგაზრდა მენეჯერებს, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო და საშუალება, გაიმყარონ თეორიული ცოდნა და იმუშაონ შესაბამისი უნარების განვითარებაზე.

მართვის თანამედროვე მეთოდების ტრენინგის მიზანია მსმენელების მენეჯერული ცოდნისა და უნარების განვითარება, რაც კარიერული და პროფესიული წინსვლის საწინდარია.

რას მივიღებ კურსის გავლით

კურსის გავლის შედეგად მსმენელები ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ ეფექტიანი მართვისთვის (მენეჯმენტისთვის) აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ; უკეთ შეძლებენ შეიმუშაონ მისაღწევი შედეგის ხედვა; დახვეწონ ქვეშევრდომებისთვის მიზნების დასახვის, დელეგირების და კონტროლის მექანიზმები; მოემზადონ თავისი გუნდების მეტად შეკავშირებისა და უკეთ მოტივირებისთვის; გააუმჯობესონ უკუკავშირის (მადლობები და შენიშვნები) კომუნიკაციის ტექნიკა; გამართონ კომუნიკაცია ზემდგომებთან.

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

 

SOLO და STATUS მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასი პირადად გადახდის შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულებს (ფასდაკლება მოქმედებს მხოლოდ SOLO და STATUS მომხმარებლებზე და არ მოქმედებს მათ ახლობლებზე ან ოჯახის წევრებზე)

შეხვედრები შედგება სამშაბათობით და ხუთშაბათობით 19:00 - 22:00 სთ პერიოდში

ტრენინგი ჩატარდება სასტუმროში Best Western Tbilisi City Center / ბესთ უესთერნ თბილისი სითი სენთერი, მრგვალ ბაღთან, საკონფერენციო დარბაზ "ორანჟერიაში", მისამართია ქ. თბილისი, ბარნოვის #92.

 

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 
ქეთი ტყავაძე 555 597795, keti@macademy.ge

კურსის საფასური:

1480 ლარი

ნაკად(ებ)ი:

59 - 02-04-2020

ხანგრძლივობა:

24 საათი

ვიდეო ანონსი

შინაარსი

შესავალი, განვითარება:

  • ტრენინგის გახსნა, საორგანიზაციო საკითხები
  • მონაწილეების მოლოდინების გამოკითხვა / ანალიზი
  • ტრენინგის მიზანი - როგორ მივიღოთ მაქსიმუმი ტრენინგიდან
  • მენეჯერი - როგორც აღმზრდელი
  • ცვალებადი გარემო და განვითარების მნიშვნელობა
  • თვითმოტივაციის ხელოვნება
  • რა გვიშლის ხელს განვითარებაში და როგორ დავძლიოთ ხელის შემშლელი ფაქტორები
  • თავდაჯერებულობის და განვითარების კავშირი
  • კომფორტის ზონა, შედეგები vs მიზეზები
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

მენეჯერის ფუნქციები:

  • მენეჯერი - როლური მოდელი (სამაგალითო)
  • მენეჯერული რგოლები / დონეები
  • რა ფუნქციები რა პროპორციით აქვს თითოეული რგოლის მენეჯერს:
  • მომავალზე ზრუნვა, ადამიანების მართვა, ტექნიკური საკითხები
  • მართვის რა უნარები სჭირდება მენეჯერს
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

მოტივაცია:

  • რა არის მოტივაცია
  • შინაგანი და გარეგანი მოტივაცია
  • შინაგანი მოტივაციის არ არსებობის რისკები
  • მოტივაცია ინტელექტუალურ და მექანიკურ საქმეში
  • საკუთარი მოტივაციის კავშირი დაქვემდებარებული თანამშრომლების
  • მოტივაციასთან
  • საკუთარი და დაქვემდებარებული თანამშრომლების დემოტივაციის მართვა
  • მოტივატორები და მათი მართვა
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

უკუკავშირი:

  • რა არის უკუკავშირი და რატომაა საჭირო
  • შემაჯამებელი და ოპერატიული უკუკავშირი
  • როგორ არ ვიყოთ „დაუნახავი“ ან „სუსტი“ მენეჯერი
  • დადებითი უკუკავშირის მიზანი: მოტივაცია და სწორი ქცევის შენარჩუნება
  • უარყოფითი უკუკავშირის მიზანი: ქცევის გამოსწორება
  • უკუკავშირის მთავარი პრინციპები
  • ხშირად დაშვებული შეცდომები
  • რა ვქნათ თუ არ შეიცვალა
  • როდის არ შეიძლება შენიშვნის მიცემა
  • როგორ ავაგოთ საუბარი
  • თანამშრომლის გაშვება
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

დელეგირება და კონტროლი:

  • დელეგირების მნიშვნელობა მენეჯერისთვის, თანამშრომლისთვის და
  • კომპანიისთვის
  • რატომ არ ვადელეგირებთ - მიზეზების განხილვა
  • დელეგირების სირთულეები და მათი გადალახვა
  • რამდენი დავადელეგიროთ
  • უკუდელეგირება და მიკრომენეჯმენტი
  • კონტროლის მნიშვნელობა
  • როგორ ავაგოთ საუბარი - გასათვალისწინებელი საკითხები
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

ერთი ერთზე შეხვედრები:

  • ერთი ერთზე საუბრის მიზანი
  • რა სიხშირით ვესაუბრებით
  • გულისყურით მოსმენა და მისი მნიშვნელობა
  • ინიციატივების წახალისება
  • დიპლომატიურად შეწინააღმდეგების პრინციპები
  • ერთი ერთზე საუბრების სტრუქტურა
  • კომუნიკაცია და კომუნიკაციის საშუალებები
  • ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია
  • მეგობრობა სამსახურში
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

თანამშრომლის მენტორობა / ქოუჩინგი:

  • რა არის მენტორობა და რა არის ქოუჩინგი
  • როგორ განსხვავდება ერთმანეთისგან მენტორობა და ქოუჩინგი
  • რა სიტუაციაში გვჭირდება თითოეული
  • როგორ შევარჩიოთ თემა, თანამშრომელი და მენტორი
  • მენტორობის პროცესი: ნებაყოფლობით თუ დაძალებით
  • მიზნების ჩამოყალიბება და შედეგების შეფასება
  • ქოუჩინგი და შეკითხვების დასმის ხელოვნება
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

ორგანიზაციული კულტურა:

  • “კულტურა საუზმეზე სტრატეგიას მიირთმევს”
  • რა გავლენა აქვთ თანამშრომლებს კულტურაზე
  • ხუთი ძირითადი კულტურა და მათი გავლენა ერთმანეთზე
  • როგორი თანამშრომლები გვჭირდება და როგორ მოვიქცეთ
  • ახლად დაწინაურებული მენეჯერი და მისი გამოწვევები
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

ლიდერობა:

  • მენეჯმენტის ევოლუცია
  • მათრახისა და თაფლაკვერის პრინციპი
  • ლიდერობა - არჩევითი როლი
  • “თქვენ მიხედეთ ხალხს, ხალხი მიხედავს საქმეს”
  • შეჯამება - გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

ტრენინგის შეჯამება

  • ტრენინგის შეჯამება
  • შემაჯამებელი სავარჯიშო - ქეისის განხილვა
  • გადადგმული ნაბიჯების ანალიზი
  • გადასადგმელი ნაბიჯების დაგეგმვა

 

კურსის საფასური:

1480 ლარი

ნაკად(ებ)ი:

59 - 02-04-2020

ხანგრძლივობა:

24 საათი

ვიდეო ანონსი

ტრენერები

კურსს უძღვება

ქეთი ტყავაძე

პარტნიორი, თავმჯდომარე და ტრენერი

ნამდვილი ცხოვრება იწყება იქ, სადაც მთავრდება შენი კომფორტის ზონა.

კურსის საფასური:

1480 ლარი

ნაკად(ებ)ი:

59 - 02-04-2020

ხანგრძლივობა:

24 საათი

ვიდეო ანონსი

განრიგი და ფორმატი

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
59 02/04/2020 - 28/04/2020 24 საათი სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 - 22:00 სთ

კურსის საფასური:

1480 ლარი

ნაკად(ებ)ი:

59 - 02-04-2020

ხანგრძლივობა:

24 საათი

ვიდეო ანონსი