ვისთვისაა კურსი

ორთვიანი ტრენინგი “ლიდერის ინსტრუმენტარი” განკუთვნილია ყველა მენეჯერისთვის, რომელიგ გრძნობს ლიდერული ინსტრუმენტარის დახვეწის და თვალთახედვის გაფართოების საჭიროებას.

კურსის საფასური:

2,300 ლარი (1,500 ლარი მართვის თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატის მფლობელებისთვის)

მიმოხილვა

ტრენინგის მონაწილე უნდა იყოს მოქმედი მენეჯერი, რომელსაც ექვემდებარებიან (ფუნქციონალურად ან საპროექტოდ) თანამშრომლები და რომელიც დაინტერესებულია მენეჯერული კარიერის განვითარებით.

“მართვის თანამედროვე მეთოდების” კურსისგან განსხვავებით, სადაც ძირითადი აქცენტი კონკრეტული მენეჯერულ ტექნიკებში დახელოვნებაზეა, მოცემული კურსი წარმოგიდგენთ თანამედროვე ლიდერობის განვითარების “ფართე ხედვას”, მათ შორის ბოლოდროინდელი ტენდენციების მიმართულებით.

კურსი რეკომენდირებულია მართვის აკადემიის “მართვის თანამედროვე მეთოდების” სერტიფიკატის მფლობელებისთვის (მათთვის სპეციალური საფასო შეთავაზება გვაქვს).

კურსის ბოლოს თქვენ გექნებათ ლიდერობის ინსტრუმენტარის და განვითარების თანამედროვე ტენდენციების მოწესრიგებული ხედვა, რაც საშუალებას მოგცემთ დაგეგმოთ პირადად თქვენი და გუნდის განვითარების ჰარმონიული სტრატეგია.

კურსის საფასური:

2,300 ლარი (1,500 ლარი მართვის თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატის მფლობელებისთვის)

ნაკად(ებ)ი:

ხანგრძლივობა:

2 თვე

შინაარსი

  1. ლიდერობის არსი და ევოლუცია მე-20-დან 21-ე საუკუნეში. თქვენ მიხედეთ ხალხს - ხალხი მიხედავს საქმეს!
  2. ლიდერობის კულტურა - ერთი უფროსიდან ბევრი ლიდერისკენ. ლიდერობა თანამდებობის გარეშე. პასუხისმგებლობის და საქმის საკუთარ თავზე აღების და ნდობის გარემო. ნაკლები კონტროლი და მეტი გუნდურობა.
  3. მზარდ შედეგებზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება. შეჯიბრი გუნდურ გარემოში. ლიდერების როლი ჯანსაღი შეჯიბრის და თანამშრომლობის სწორად წარმართვაში.
  4. მუდმივი, ფორმალური და არაფორმალური, კომუნიკაცია გუნდის შიგნით - უკუგება (feedback), შეხვედრები ერთი ერთზე (one on one). ჯგუფური და ინდივიდუალური ინსტრუმენტები. მოსმენის როლი.
  5. ემოციური ინტელექტი, მისი გაზომვა, დახვეწა და გამოყენება. მაღალ-EQ-იანების როლი გუნდში და ორგანიზაციაში. ემოციური ინტელექტის განვითარება სამუშაო პროცესში.
  6. გუნდის წევრების მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოტივაცია, პირადი მისიისა და ორგანიზაციის მისიის ურთიერთკავშირი. ხელფასი და მატერიალური მოტივაციის სხვა კომპონენტები
  7. მოქნილი (agile) ორგანიზაცია და მისი მართვის თავისებურებები. რატომაა გარდაუვალი მოქნილ ორგანიზაციად გარდაქმნა. ლიდერობის და კულტურის მნიშვნელობა ორგანიზაციის მოქნილობის გასაზრდელად. მოქნილობა (agility) თანამშრომლის, ქვედანაყოფის და კომპანიის დონეზე.
  8. ინოვაციური ორგანიზაცია და გარემო. როგორ გავხადოთ ჩვენი კომპანია ინოვატორი.
  9. ტექნოლოგიების მზარდი გამოყენება ნებისმიერი ზომის ორგანიზაციაში. ტექნოლოგიების ტრანსფორმაცია ბიზნესის განვითარების მხარდამჭერიდან წამყვან ინსტრმენტად.
  10. სხვადასხვა თაობის თანამშრომლებთან მუშაობის (20-იანი, 40-იანი, 60-იანი ასაკი) თავისებურებები. მილენიალებისთვის საინტერესო და მისაღები სამუშაო გარემო

კურსის საფასური:

2,300 ლარი (1,500 ლარი მართვის თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატის მფლობელებისთვის)

ნაკად(ებ)ი:

ხანგრძლივობა:

2 თვე

ტრენერები

კურსს უძღვება

ალექსანდრე ჯეჯელავა

დამაარსებელი, პარტნიორი

კურსის საფასური:

2,300 ლარი (1,500 ლარი მართვის თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატის მფლობელებისთვის)

ნაკად(ებ)ი:

ხანგრძლივობა:

2 თვე

განრიგი და ფორმატი

შეხვედრების თარიღები:

მარტი: 19, 26

აპრილი: 2, 9, 16, 22 (ოთხშაბათი), 30

მაისი: 7

ხანგრძლივობა:

2 თვე, 8 შეხვედრა

სიხშირე:

კვირაში ერთხელ - ხუთშაბათობით (არის ერთი გამონაკლისი, ოთხშაბათი, 22 აპრილი ტრენერის გრაფიკიდან გამომდინარე - იხ. თარიღები ზემოთ)

ჩატარების დრო:

19:00 - 22:00

ჩატარების ადგილი:

დაზუსტდება მონაწილეების რაოდენობიდან გამომდინარე

მონაწილეების რაოდენობა:

20 - 30

ღირებულება და გრაფიკი:

კერძო პირებისთვის - ორ ნაწილად გადახდით - 1,150 ლარი თვეში (მარტის 15 და აპრილის 15)

ორგანიზაციისთვის - ერთიანი გადახდა 2,300 ლარი

სპეციალური ფასი “მართვის თანამედროვე მეთოდების” სერტიფიკატის მფლობელებისთვის - 1500 ლარი (სრული კურსი)

 

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი

კურსის საფასური:

2,300 ლარი (1,500 ლარი მართვის თანამედროვე მეთოდების სერტიფიკატის მფლობელებისთვის)

ნაკად(ებ)ი:

ხანგრძლივობა:

2 თვე