კურსი განკუთვნილია საშუალო და მსხვილი ორგანიზაციების საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისთვის. კურსზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს ამჟამინდელი მენეჯერული თანამდებობა აიტი მიმართულებით და მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში.
საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების განვითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება მრავალი ქართული კომპანიისთვის. პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ორგანიზაცია ცდილობს საინფორმაციო სისტემების გამოყენებას დასახული მიზნების მისაღწევად და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.
აიტი მენეჯმენტის კურსის მიზანია მსმენელების აღჭურვა საინფორმაციო მიმართულების წარმატებული განვითარებისთვის საჭირო თეორიული ცოდნით და პრაქტიკული ინსტრუმენტებით.
კურსი აგებულია საერთაშორისოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე და მეთოდოლოგიებზე (Cobit, ITIL, SDLC, ISACA). ამავე დროს კურსის შინაარსი ასახავს ტრენერების ქართულ კომპანიებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას.
კურსი ფარავს აიტი მიმართულების მმართველობას (Governance) და განვითარებას (Development) კომპონენტებს.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ აუცილებელ ცოდნას რათა:
კურსის ფარგლებში მონაწილეები, საკუთარი კომპანიების და განყენებულ ბიზნეს-ქეისებზე დაყრდნობით, დაამუშავებენ შემდეგ დოკუმენტებს:აიტის განვითარების ხედვის მონახაზი
მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს, ელექტრონულ წიგნებს, დოკუმენტების შაბლონებს და შესაბამის სერტიფიკატს.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ვანო ნადირაძე: 593 302818, vano@nadiradze.biz
ტრენინგის ფასი დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, შინაარსის, ხანგრძლივობის და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვიდეო ანონსი
აიტის როლი ორგანიზაციაში, CIO vs. აიტის უფროსი, დამკვეთები და მენეჯმენტი, სტრატეგიული მიზნები, აიტი ლანდშაფტი, დეპარტამენტის სტრუქტურა, მოტივაცია, კარიერული განვითარება, შესყიდვები, მომწოდებლები, ბიუჯეტირება, დაგეგმვა და კონტროლი, სერვისების შიდა ანაზღაურება.
პროექტებისა და პორტფელის მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა, ექსპლოატაციაში გაშვება, აუთსორსინგი, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ხარისხის მართვა, ინტეგრაცია.
ვიდეო ანონსი
ვიდეო ანონსი