ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია საშუალო და მსხვილი ორგანიზაციების საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების მიმართულების ხელმძღვანელებისა და მენეჯერებისთვის. კურსზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს ამჟამინდელი მენეჯერული თანამდებობა აიტი მიმართულებით და მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ამ სფეროში.

კურსის საფასური:

1,480 ლარი 1 მონაწილე

 

საინფორმაციო სისტემებისა და ტექნოლოგიების განვითარება სულ უფრო კრიტიკული ხდება მრავალი ქართული კომპანიისთვის. პრაქტიკულად ყველა თანამედროვე ორგანიზაცია ცდილობს საინფორმაციო სისტემების გამოყენებას დასახული მიზნების მისაღწევად და კონკურენტული უპირატესობის მოსაპოვებლად.

აიტი მენეჯმენტის კურსის მიზანია მსმენელების აღჭურვა საინფორმაციო მიმართულების წარმატებული განვითარებისთვის საჭირო თეორიული ცოდნით და პრაქტიკული ინსტრუმენტებით.

კურსი აგებულია საერთაშორისოდ გავრცელებულ პრაქტიკაზე და მეთოდოლოგიებზე (Cobit, ITIL, SDLC, ISACA). ამავე დროს კურსის შინაარსი ასახავს ტრენერების ქართულ კომპანიებში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილებას.

კურსი ფარავს აიტი მიმართულების მმართველობას (Governance) და განვითარებას (Development) კომპონენტებს.

 რას მივიღებ კურსის გავლით


კურსის გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ აუცილებელ ცოდნას რათა:

  • ჩამოაყალიბოთ აიტი მიმართულების განვითარების გრძელვადიანი ხედვა
  • უკეთ დაინახოთ აიტი მიმართულების როლი ორგანიზაციის სტრატეგიაში
  • დასახოთ გაზომვადი მიზნები ყველა მიმართულებით
  • შექმნათ სწორი მოტივაცია აიტი მიმართულების თანამშრომლებში
  • გააანალიზოთ და გადაჭრათ ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება აიტი მიმართულების მართვას
  • გააუმჯობესოთ აიტი სერვისების ხარისხი
  • დააოპტიმიზიროთ აიტი ბიუჯეტი
  • გააუმჯობესოთ ურთიერთობა მენეჯმენტთან და დამკვეთებთან (მომხმარებლებთან)
  • გაზარდოთ აიტი პროექტების წარმატების ხარისხი
  • შეარჩიოთ პროექტის მართვის მეთოდები აიტი პროექტებისთვის
  • უკეთ მართოთ აიტი მიმართულების რესურსები


კურსის ფარგლებში მონაწილეები, საკუთარი კომპანიების და განყენებულ ბიზნეს-ქეისებზე დაყრდნობით, დაამუშავებენ შემდეგ დოკუმენტებს:აიტის განვითარების ხედვის მონახაზი

 

  • აიტი ლანდშაფტის დოკუმენტი
  • აიტი მიზნების (KPI) დოკუმენტი
  • საოპერაციო და განვითარების ბიუჯეტის მონახაზი
  • წლის სტრატეგიული გეგმის მონახაზი
  • სერვისების ღირებულების დოკუმენტის მონახაზი
  • ორგანიზაციაში დასანერგი საოპერაციო პროცესების ჩამონათვალი და მოკლე აღწერა
  • შიდა და გარე დამკვეთების კლასიფიკაცია
  • განვითარების პორტფელის მართვის პროცედურის მონახაზი
  • აიტი პროექტის შინაარსის დოკუმენტი (ამოცანის დასმა)


მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს, ელექტრონულ წიგნებს, ლექციების აუდიო ჩანაწერებს და დოკუმენტების შაბლონებს.

კურსის საფასური:

1,480 ლარი 1 მონაწილე

ვიდეო ანონსი

აიტი მმართველობა (Governance)

აიტის როლი ორგანიზაციაში, CIO vs. აიტის უფროსი, დამკვეთები და მენეჯმენტი, სტრატეგიული მიზნები, აიტი ლანდშაფტი, დეპარტამენტის სტრუქტურა, მოტივაცია, კარიერული განვითარება, შესყიდვები, მომწოდებლები, ბიუჯეტირება, დაგეგვა და კონტროლი, სერვისების შიდა ანაზღაურება.

აიტი განვითარება (Development)

პროექტებისა და პორტფელის მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, ამოცანის დასმა, ექსპლოატაციაში გაშვება, აუთსორსინგი, პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, ხარისხის მართვა, ინტეგრაცია.

 

კურსს უძღვება

ვანო ნადირაძე

პარტნიორი და ტრენერი

როცა ადამიანი კითხვის დასმას შეწყვეტს, მან განვითარებაზე უარი თქვა.