“როგორ გადავიდეთ ISO 9001:2008-დან ISO 9001:2015-ზე და გავიაროთ აუდიტი წარმატებით”

ტრენინგები “როგორ გადავიდეთ ISO 9001:2008-დან ISO 9001:2015-ზე და გავიაროთ აუდიტი წარმატებით”

ვისთვისაა კურსი

ეს კურსი განკუთვნილია ორგანიზაციებისთვის, რომელთა ხარისხის მენეჯმენტის სისტემა სერტიფიცირებულია ISO 9001:2008 შესაბამისობაზე და აქვთ სურვილი დანერგონ და წარმატებით გაიარონ აუდიტი ISO 9001:2015 ვერსიის მიხედვით.

კურსი განკუთვნილია პროდუქტის წარმოების და სერვისის ორგანიზაციების საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, ხარისხის მენეჯერებისთვის.

ტრენინგი სასარგებლოა მათთვის, ვისაც აქვს ხარისხის საკითხებზე კომუნიკაცია თანამშრომლებთან, ხელმძღვანელებთან, მასალის მომწოდებლებთან, პროდუქტის მომხმარებლებთან, სხვა მხარეებთან და ცდილობს ხარისხის ინტერესების დაცვას ისე, რომ შენარჩუნდეს ორგანიზაციის ბიზნეს-პროცესების უწყვეტობა.

კურსის საფასური:

500 ლარი

კურსის თეორიული და პრაქტიკული მასალა ადაპტირებულია სტანდარტში განხორციელებული თანამედროვე ცვლილებებისადმი და მოიცავს კონკრეტულ ქეისებს სხვადასხვა ტიპის წარმოების, საქართველოს და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მართვის პრაქტიკიდან.  

ამ კურსის მიზანია მსმენელებში სტანდარტის ორი აღნიშნული ვერსიის მსგავსება-განსხვავებების და პრინციპების განხილვა, ხედვის ჩამოყალიბება.

რას მივიღებ კურსის გავლით 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ სტანდარტის ახალი ვერსიის საკვანძო მოთხოვნები, შეძლებენ ჩაატარონ შიდა აუდიტი,  რაც გაუმარტივებს და უფრო ეფექტურს გახდის მათ მიერ სტანდარტის პრაქტიკული დანერგვის და გარე აუდიტის წარმატებით გავლის პროცესს.

კურსის საფასური:

500 ლარი

ნაკად(ებ)ი:

1 - 11-07-2018

1. ISO 9001:2008 და ISO 9001:2015 განსხვავებები და გარე აუდიტორის მოლოდინები;

2. რა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას ISO 9001:2008 სერტიფიკატის მფლობელმა კომპანიამ სტანდარტის ახალი ვერსიის დასანერგად - საჭირო დოკუმენტები, ცვლილებები სისტემაში;

  • ახალ სტანდარტზე გადასვლის სტრატეგიული გეგმა, როგორ ავიცილოთ თავიდან ტიპური  შეცდომები;
  • 3 ახალი დოკუმენტი (მითითებები, შაბლონები);

 

3. ISO 9001:2015 მიხედვით შიდა აუდიტის ჩატარება - გამოწვევები, აუდიტორის უნარ-ჩვევები;

  • შიდა აუდიტის გუნდი;
  • რისკზე დამყარებული მიდგომა აუდიტის დაგეგმვაში;
  • კომუნიკაციის უნარ-ჩვევები აუდიტის დროს;

კურსს უძღვება

ეკა კოპლატაძე

ტრენერი

თუ გაქვს სურვილი, გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, მოგიწევს გააკეთო ის, რაც არასდროს გიკეთებია

11,13 და 18 ივლისი 19:00 - 22:00 სთ

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
1 11-07-2018 - 18-07-2018 9 საათი ოთხშაბათი, პარასკევი, ოთხშაბათი

შეხვედრები შედგება მართვის აკადემიაში.