ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია

ტრენინგები ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია

ვისთვისაა კურსი

ტრენინგი განკუთვნილია მარკეტინგული კომუნიკაციის, სოციალური მედიის, ბრენდის, საზოგადოებასთან ურთიერთობის  და გაყიდვების მიმართულებით მომუშავე მენეჯერებისთვის. მათთვის ვისაც სურს ცოდნის გაღრმავება და  აინტერესებს, თუ როგორ იქმნება საქართველოში ცალკეული მარკეტინგული კამპანიები ან როგორ მუშაობს მარკეტინგული ინსტრუმენტები.

კურსის საფასური:

960 ლარი

ბოლო პერიოდის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა მოთხოვნა მარკეტინგული კომუნიკაციების მიმართულებით. ამ სფეროში ბევრი ადამიანი დასაქმდა. გაჩნდა მოთხოვნა ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით განსხვავებულ ხედვებზე.

ინგეტრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ტრენინგი მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და ისწავლონ პრაქტიკული ხრიკები, რომლებიც დღეს საქართველოს ბაზარზე მუშაობს.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი დაფუძნებულია კოგნიციურ მეთოდოლოგიაზე, რაც გამყარებულია პრაქტიკული გამოცდილებით. თეორიული ინფორმაცია პრაქტიკული მაგალითების ჭრილში განიხილება და ორიენტირებულია საქართველოში არსებულ მარკეტინგულ სიტუაციაზე.

რას მივიღებ კურსის გავლით

 

კურსის დასრულების შემდეგ ტრენინგის მონაწილეებს პრაქტიკული პასუხები ექნებათ შემდეგ კითხვებზე:

  • როგორ დავიწყოთ ახალი ბრენდის შექმნა?
  • როგორ შევუკვეთოთ და წავიკითხოთ მარკეტინგული კვლევა?
  • როგორ ვიმუშაოთ მარკეტინგულ სტრატეგიაზე, გეგმასა და ბიუჯეტზე?
  • როგორ მოვახდინოთ სხვადასხვა მიმართულებების ინტეგრირება მარკეტინგულ სტრატეგიაში, იქნება ეს PR, CSR თუ ნებისმიერი კომუნიკაციის შემადგენელი კომპონენტი?
  • რა გამოცდილება არსებობს საქართველოში ცალკეული მარკეტინგული ინსტრუმენტების გამოყენების კუთხით?
  • როგორ შევქმნათ მომხმარებლის უნიკალური გამოცდილება?
  • როგორ ვიმუშაოთ საკომუნიკაციო სააგენტოებთან და გავზარდოთ ეფექტურობა?
  • როგორ გავზომოთ მარკეტინგული კომუნიკაციების შედეგები?

 

ტრენინგის მონაწილეები აქტიურად იქნებიან ჩართული სწავლის პროცესში და ერთმანეთის ცოდნის გაზიარებით დამატებით ინფორმაციას მიიღებენ. ტრენინგი გუნდური სავარჯიშოებით არის დატვირთული. კურსის ბოლოს გათვლილია საბოლოო პროექტი, რომელიც ტრენინგზე მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას შეაჯამებს.

მონაწილეები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატებს.

კურსის საფასური:

960 ლარი

ვიდეო ანონსი

გამოხმაურებები

თამარ ჭითაშვილი
თამარ ჭითაშვილი
საკონსულტაციო კომპანია “სინერჯი ჯგუფის” პარტნიორი

მართვის აკადემია აგრძელებს ჩემს გაოცებასა და მოლოდინების გადაჭარბებას!  ამ ტრენინგზე რასაც გაიგებთ, სხვაგან ვერ წაიკითხავთ, ვერც ნახავთ და ვერც მოისმენთ. განსხვავებით მარკეტინგული კომუნიკაციების ზოგადი თეორიებისგან, ტრენინგზე განიხილებოდა ქართული ბაზრის სპეციფიკები, კონკრეტული მიდგომები, მარკეტინგული ხრიკები, სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ქეისები. თორნიკე გურული კი არის თავისი საქმის სუპერ პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ტრენერი. უდიდესი მადლობა იმ ცოდნის მოცემისთვის, რითაც მეორე დღიდანვე ვქმნით ღირებულებას ჩვენს კომპანიებში.

ბრენდინგის არსი და შინაარსი

მარკეტინგული სტრატეგია და ბიუჯეტირება

მომხმარებლის გამოცდილება და მისი კვლევა

PR და CSR ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ჭრილში

კურსს უძღვება

თორნიკე გურული

ტრენერი

შენ დაიბადე უნიკალური, ნუ გახდები ასლი.

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი

კურსის შეხვედრები შედგება მართვის აკადემიაში ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს.