ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია კომპანიების ტრენერებისა და წარმატებული გაყიდვების მენეჯერებისთვის, რომელთა მიზანია კონკრეტულად  მათ პროდუქტებზე მორგებული გაყიდვების ტრენინგის შექმნა და კომპანიის გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების დატრენინგება.

 

კურსის  მიზანია  მოქმედი გაყიდვის მენეჯერები აღჭურვოს არა მარტო ცალკეული ტექნიკებით, არამედ  მონაწილეებს მისცეს ცოდნა ამ ტექნიკების გამოყენების, სწავლების პროცესის დაგეგმარებისა და მათი ჩატარებისთვის საჭირო გამოცდილების შესახებ.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან, როგორც გაყიდვების თანამედროვე ტექნიკებს, აგრეთვე ტრენინგის ჩატარების სხვადასხვა მეთოდებსა და სტანდარტებს, გაიუმჯობესებენ  პრეზენტაციისა და მოდერაციის უნარს.

კურსი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

  • გაყიდვები ტრენინგი - მონაწილეები დაეუფლებიან მათი კომპანიის პროდუქტებზე მორგებული გაყიდვების ტექნიკებს 
  • ტრენერების ტრენინგი - მონაწილეები შეისწავლიან აქტიური ტრენინგის ჩატარების მეთოდებს
  • l ვორქშოპი - მონაწილეები ტრენერებთან ერთად შეაერთებენ განვლილი ტრენინგების ტექნიკებს და შეიმუშავებენ მათი კომპანიის პროდუქტებზე მორგებული გაყიდვების ტრენინგის პროგრამას (გაყიდვების ტრენერის სახელმძღვანელოს )
  • დაკვირვება ლოკაციებსა და ტრენინგის ჩატარების პროცესზე - მართვის აკადემიის ტრენერები ესწრებიან და აკვირდებიან მომზადებული ტრენერების მიერ ჩატარებულ გაყიდვების ტრენინგებს. 
  • ll ვორქშოპი - მართვის აკადემიის ტრენერები მონაწილეებს მისცემენ ჩატარებულ ტრენინგებზე უკუკავშირს, მათთან ერთად განიხილავენ  ტრენინგის პროცესში წარმოქმნილ სიძნელეებს, უპასუხებენ შეკითხვებს და მისცემენ რეკომენდაციებს.
  • რეპორტის შედგენა - მართვის აკადემიის ტრენერები ადგენენ კომპანიის პოტენციური ტრენერების პროფილებს და კომპანიას ანგარიშგების სახით გადასცემენ სრული პროცესის შეჯამებას.

 

 კურსის გავლის შემდეგ მონაწილეებს ეცოდინებათ  შემდეგი თემები:

  1. რა არის თანამედროვე გაყიდვების ტექნიკები
  2. რა არის მთავარი და ძირითადი გაყიდვებში
  3. მომხმარებლის ფსიქოტიპი და მათთან მუშაობის გზები
  4. საკუთარი პროდუქტების უპირატესობების განსაზღვრა
  5. კონკურენტული პროდუქტების სწორი ანალიზი
  6. მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული  და  მომგებიანი შეთავაზების გაკეთება
  7. მომხარებელთან ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარების მნიშვნელობა და ტექნიკები
  8. გაყიდვების სწავლების დაგეგმარება
  9. გაყიდვის ტექნიკების სწავლების მეთოდიკა
  10. პრეზენტაციის ტექნიკა / ვიზუალიზაციის წესები

კურსს უძღვება

თორნიკე გურული

ტრენერი

შენ დაიბადე უნიკალური, ნუ გახდები ასლი.

სოფია გოლეთიანი

ტრენერი

ადამიანმა, რომელმაც მთები გადადგა, პატარა ქვების გადატანით დაიწყო.