ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა

ტრენინგები ფონდების მოძიება და დონორებთან ურთიერთობა

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია სახელმწიფო, არასამთავრობო და კერძო სექტორის ფანდრეიზერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს პროფესიული ცოდნის მიღებას და დონორებთან ურთიერთობისა და ფონდების მოძიების პროცესის სტრატეგიულ მართვას.

კურსის საფასური:

550 ლარი

ფონდების მოძიება არამომგებიანი ორგანიზაციების სტრატეგიული მართვის ერთ-ერთი ძირითადი, სასიცოცხლო ფუნქციაა. ორგანიზაციის მიერ ფონდების მოთხოვნა, შესაბამისი სტრატეგიული გადაწყვეტილებებისა და დონორების კულტივაციის გრძელვადიანი პროცესის გვერდის ავლით, ამცირებს წარმატების შანსს. საპროექტო წინადადების შემუშავებისას, ფანდრეიზერი როგორც მაძიებელი, ისე დონორი ორგანიზაციის მიზნებსა და ამოცანებს უნდა ითვალისწინებდეს. დონორთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც პროექტის ხარისხიანად განხორციელება. საპროექტო წინადადებამ დონორი უნდა დაარწმუნოს, რომ პროექტი მისი და  მაძიებელი ორგანიზაციის საერთო მიზანს ემსახურება.

რას მივიღებ კურსის გავლით

 

კურსის გავლის შედეგად მსმენელები შეიძენენ  სტრატეგიული მართვისა და ფონდების მოძიების უნარებსა და ცოდნას; შეძლებენ განსაზღვრონ დონორებთან ურთიერთობის მიზნები, პრიორიტეტული ამოცანები და სამოქმედო გეგმა; ისწავლიან ორგანიზაციისა და დონორების ინტერესების შეჯერებას; იმსჯელებენ ავტონომიურობისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე; გაეცნობიან ფონდებიდან, კორპორაციებიდან და ინდივიდუალური დონორებიდან ფონდების მოთხოვნას და ინსტრუმენტებს (ROPES), რომლებიც  ფონდების მოთხოვნის პროცესში გამოიყენება.

კურსის დასასრულს, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ თავიანთ ორგანიზაციებს წარუდგინონ ფონდების მოძიების გრძელვადიანი სტრატეგიის მონახაზი და ერთი საპროექტო წინადადება;


ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.

კურსის საფასური:

550 ლარი

ვიდეო ანონსი

გამოხმაურებები

ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა

  • ფონდების მოძიება როგორც არამომგებიანი ორგანიზაციის ძირითადი ფუნქცია
  • ფანდრეიზერის როლი ორგანიზაციის სტრუქტურასა და მართვაში
  • არამომგებიანი ორგანიზაციის სტრატეგიული მართვა (მისია, მიზნები, ამოცანები)
  • ფონდების მოძიების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა

დონორებთან ურთიერთობის მართვა

  • მაძიებელი და დონორი ორგანიზაციის ინტერესების კვეთა
  • დონორთა ტიპები, მოტივაცია; დონაციის ფორმები
  • ავტონომია და ჩართულობა

ფონდების მოძიების პროცესი

  • ფონდების მოძიების პროცესი (ROPES)
  • საგრანტო პროექტი
  • ინდივიდუალური შემოწირულობის მოთხოვნა

სანაცნობო ქსელი

  • ნაცნობობის მნიშვნელობა
  • უნივერსალური აქტივი
  • რაოდენობრივი გაზრდა
  • ხარისხის გაუმჯობესება

 

კურსს უძღვება

მაია მიქაშავიძე

პარტნიორი და ტრენერი

ნებისმიერი, ყველაზე გრძელი მოგზაურობაც კი ერთი ნაბიჯით იწყება.

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი

შეხვედრები შედგება მართვის აკადემიაში ყოველ ხუთშაბათს და პარასკევს.