ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია დამწყები და მოქმედი მენეჯერებისთვის, ვინც მიზნად ისახავს თავისი გუნდის მოტივაციას, ეფექტიანობის გაუმჯობესებას და პროფესიული ცოდნის მიღებას მართვის (მენეჯმენტის) საკითხებში.

კურსის საფასური:

4,540 ლარი

ჩვენს რეალობაში ბევრი ადამიანი მენეჯერულ ცოდნასა და უნარებს მხოლოდ სამუშაო პრაქტიკაზე დაყრდნობით იქმნის. დაძაბული მიზნებისა და ცვალებადი გარემოს პირობებში, ახალგაზრდა მენეჯერებს, ხშირად არ აქვთ საკმარისი დრო და საშუალება, გაიმყარონ თეორიული ცოდნა და იმუშაონ შესაბამისი უნარების განვითარებაზე.

კურსის მიზანია მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებით თეორიული ცოდნის გაღრმავება და პრაქტიკული უნარების განვითარება. კურსი მოქმედ მენეჯერებს აღჭურავს იმ აუცილებელი ინსტრუმენტებით, რომლებიც უზრუნველყოფს მათ მაღალ ეფექტურობას და წარმატებას.

 

რას მივიღებ კურსის გავლით


კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ექნებათ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც აუცილებელია ეფექტიანი მართვისთვის. შეძლებენ:

  • შეიმუშაონ მისაღწევი შედეგის ხედვა;
  • დახვეწონ ქვეშევრდომებისთვის მიზნების დასახვის, დელეგირების, კონტროლის და უკუკავშირის მექანიზმები;
  • მოემზადონ თავისი გუნდების მეტად შეკავშირებისა და უკეთ მოტივირებისთვის;
  • მართონ პროექტი PMI მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით (Project Management Institute - www.pmi.org);
  • შეიმუშაონ პროექტთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი როგორებიცაა: წესდება (Project Charter); შინაარსი (Project Scope Statement); WBS (Work Breakdown Structure) & WBS Dictionary - MindManager-ის დახმარებით; გეგმა-გრაფიკი (Schedule) - MS Project-ის დახმარებით; ბიუჯეტი (Budget) - MS Excel; კომუნიკაციის გეგმა (Communication Plan) და სხვა;
  • განიხილონ კომპანიის ფინანსური დოკუმენტები და გაიღრმავონ ცოდნა ზოგადად ფინანსების მიმართულებით;
  • უკეთ მართონ დრო და გახდნენ მაქსიმალურად პროდუქტიულები;
  • დასახონ  მიზნები სწორად და მიიღონ ეფექტური გადაწყვეტილებები;
  • დახვეწონ თანამშრომლის აყვანის და გასაუბრების ჩატარების უნარი;
  • სწორად მოახდინონ თანამშრომლების შედეგების შეფასება

 

მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს და მითითებებს ლიტერატურაზე.

ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს. 

 

კურსის საფასური:

4,540 ლარი

გამოხმაურებები

მენეჯმენტის არსი

  • რაში გვიხდიან ფულს?
  • როგორია ეფექტიანი მენეჯერი?
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები
  • განვითარება და კონკურენტულობა
  • კრიტიკული თვითშეფასება
  • მენეჯმენტის ევოლუცია
  • ლიდერობა

ხედვა

  • ხედვის მნიშვნელობა
  • ხედვის ჩამოყალიბება
  • ხედვის კომუნიკაცია და განახლება

სანაცნობო ქსელი

  • ნაცნობობის მნიშვნელობა
  • უნივერსალური აქტივი
  • ხარისხობრივი და რაოდენობრივი გაზრდა

გუნდი

  • რა არის კარგი გუნდი?
  • საუკეთესო ხალხის პოვნა და შენარჩუნება
  • გუნდის შეკავშირება
  • მუდმივი განვითარება

კულტურა

  • სათათბირო და მოსაწევი ოთახების კონკურენცია მართვაში
  • ხუთი ძირითადი კულტურა
  • კულტურის განვითარება

მოტივაცია

  • რა არის მოტივაცია?
  • პირდაპირი და არაპირდაპირი მოტივაცია
  • დემოტივატორები და მათთან მუშაობა
  • მოტივატორები
  • ეფექტური კომუნიკაცია

დელეგირება და უკუკავშირი

  • დელეგირება და მისი სირთულეები
  • უკუკავშირის მნიშვნელობა და ტიპები
  • უკუკავშირის პრინციპები

პროექტის მართვა:

  • რა არის პროექტის მართვა? რა განსხვავებაა ფუნქციონალურ მენეჯმენტსა და პროექტის მენეჯმენტს შორის
  • პროექტის მენეჯერი
  • პროექტის მართვის ეტაპები და ძირითადი დოკუმენტები
  • ძირითადი მონაწილეები

ეფექტურობა

  • პრობლემის გააზრება
  • მიზნების დასახვა
  • პროდუქტიულობა
  • ტექნოლოგიების გამოყენება
  • კომუნიკაცია
  • გადაწყვეტილების მიღება
  • პრობლემების გადაჭრა

ფინანსები:

  • რატომ ვისწავლოთ ფინანსები?
  • ძირითადი ცნებები და კონცეფციები;
  • საკასო მეთოდები და დარიცხვის მეთოდები
  • ფინანსური ანგარიშგების უწყისები
  • საერთაშორისო სტანდარტები (IFRS)

კურსს უძღვება

ქეთი ტყავაძე

თავმჯდომარე და ტრენერი

ნამდვილი ცხოვრება იწყება იქ, სადაც მთავრდება შენი კომფორტის ზონა.

მიხეილ ზიბზიბაძე

ტრენერი

ვიღაც დღეს ჩრდილში ზის, იმიტომ, რომ ვიღაცამ ხე დარგო დიდი ხნის წინათ.

ვანო ნადირაძე

პარტნიორი და ტრენერი

როცა ადამიანი კითხვის დასმას შეწყვეტს, მან განვითარებაზე უარი თქვა.

კურსი შედგება ტრენინგებისგან. თითოეულ ტრენინგს აქვს რამდენიმე ალტერნატიული თარიღი, საიდანაც მსმენელი ირჩევს მისთვის ხელსაყრელს. მენეჯმნეტის სრული კურსის სერტიფიკატის მისაღებად მსმენელმა 1 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს ყველა ტრენინგი. ტრენინგების გავლა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი თანმიმდევრობით. ყველა ტრენინგის გავლის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.

 

მართვის თანამედროვე მეთოდები 2.0 ფასი: 1480 ლარი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
44 01/12/2017 - 26/12/2017 24 საათი სამშაბათი და პარასკევი 19:00 - 22:00 სთ
45 16/01/2018 - 08/02/2018 24 საათი სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 - 22:00 სთ
46 27/02/2018 - 22/03/2018 24 საათი სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 - 22:00 სთ
47 10/04/2018 - 03/05/2018 24 საათი სამშაბათი და ხუთშაბათი 19:00 - 22:00 სთ
პროექტის მართვა 2.0 ფასი: 1950 ლარი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
28 11/11/2017 - 23/12/2017 42 საათი შაბათი, 10:00 - 18:00 სთ
29 03/02/2018 - 17/03/2018 42 საათი შაბათი, 10:00 -18:00 სთ
30 14/04/2018 - 26/05/2018 42 საათი შაბათი, 10:00 -18:00 სთ
ფინანსები მენეჯერებისთვის ფასი: 960 ლარი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
11 25/11/2017 - 09/12/2017 18 საათი შაბათი, 10:00 - 18:00 სთ
12 17/03/2018 - 31/03/2018 18 საათი შაბათი, 10:00 -18:00 სთ
სემინარი "7 ნაბიჯი ეფექტურობისკენ" ფასი: 690 ლარი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
13 22/12/2017 - 23/12/2017 12 საათი პარასკევი და შაბათი 10:00 - 17:00 სთ