ტრენინგი განკუთვნილია პროფესიონალებისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს თანამშრომლებთან (კოლეგებთან, დაქვემდებარებულებთან ან / და მენეჯერებთან) ინტენსიური ურთიერობა. განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც სურს გაუგებრობების თავიდან არიდება, თითოეული თანამშრომლისთვის შესაბამისი "გასაღების" მორგება და გარშემომყოფებთან კომუნიკაციის გაუმჯობესების ხარჯზე პროდუქტიულობის ზრდა.
სემინარის დაწყებამდე ყველა მონაწილე გაივლის ტესტირებას საერთაშორისოდ აპრობირებული DISC მეთოდოლოგიით და მიიღებს შესაბამის ანგარიშს (Report), რომელშიც აღწერილია საკომუნიკაციო სტილი და სხვებთან ურთიერთობის თავისებურებები. ეს ინფორმაცია გამოყენებული იქნება ტრენინგის პროცესში.
DISC არის კომუნიკაციის ტესტი, ჰარვარდში შექმნილ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. ტესტი საშუალებას გვაძლევს გვერდიდან შევხედოთ კომუნიკაციის ჩვენს სტილს, მივხვდეთ როგორ გვხედავენ ჩვენი გარშემომყოფები, აღმოვაჩინოთ ძლიერი მხარეები, ასევე წარსულში უშედეგო კომუნიკაციის მიზეზები და მომენატალურად მივიღოთ გადაწყვეტილება ვისთან როგორი მიდგომა იქნება ეფექტური.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ქეთი ტყავაძე 555 597795, keti@macademy.ge
ტრენინგის ფასი დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, შინაარსის, ხანგრძლივობის და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
- კომუნიკაციის მნიშვნელობა და სირთულეები
- როგორ გავაუმჯობესოთ კომუნიკაცია?
- DISC მოდელის არსი
- D, I, S, C პროფილის დახასიათება
- როგორ გვხედავენ სხვები
- მეილით კომუნიკაცია და DISC
- როგორია ჩემი პროფილი
- სავარჯიშო: სამოქმედო ღონისძიებები