კლიენტებთან ურთიერთობის მართვა (CRM)

ტრენინგები კლიენტებთან ურთიერთობის მართვა (CRM)

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია მარკეტინგული კომუნიკაციის სოციალური მედიის, ბრენდის, საზოგადოებასთან ურთიერთობის და გაყიდვების მიმართულებით მომუშავე მენეჯერებისთვის. ასევე, ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართული არიან პროდუქტების და მომსახურების გაყიდვებში მსხვილ ინდივიდუალურ და კორპორატიულ დამკვეთებზე;

კურსი, ასევე გათვლილია გაყიდვების ჯგუფების და მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის, ასევე მენეჯერებისთვის, რომელნიც ჩართული არიან კლიენტების მომსახურებაში  და ამ მიმართულების ტრენერებისთვის.

კურსის საფასური:

2,340 ლარი

მზარდი კონკურენციის პირობებში კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ კლიენტებთან ურთიერთობის მართვას (CRM). სულ უფრო მეტი კომპანია აყალიბებს კარგად ორგანიზებულ და კვალიფიცირებულ გაყიდვების ჯგუფს და ახდენს პროდუქტების პირდაპირ გაყიდვებს მსხვილ დამკვეთებზე.

კურსის მიზანია, გაყიდვების მოქმედ მენეჯერებს დაეხმაროს შედეგების გაუმჯობესებაში და კლიენტებთან გრძელვადიანი, მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში; აღჭურვოს მონაწილეები ეფექტური მოლაპარაკების ჩასატარებლად საჭირო თეორიული ცოდნით, ტექნიკებით, უნარებით. დაეხმაროს სერვისის სფეროში მოღვაწე მენეჯერებს დახვეწონ მომსახურების ხარისხი და გაზარდონ გაყიდვები შემდეგი კომპონენტების გაუმჯობესების გზით: პროდუქტის პრეზენტაცია, უკმაყოფილო კლიენტებთან მიდგომა, გაყიდვის შემდგომი მომსახურება, კლიენტის საჭიროების განსაზღვრა და სხვა.

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის კომპონენტი მონაწილეებს საშუალებას მისცემს გაიღრმავონ ცოდნა ამ მიმართულებით და ისწავლონ პრაქტიკული ხრიკები, რომლებიც დღეს საქართველოს ბაზარზე მუშაობს.

კურსის მასალა ადაპტირებულია ტრენერების მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით საქართველოში და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში.

რას მივიღებ კურსის გავლით


კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება კლიენტებთან ურთიერთობის მართვას, რაც თავის მხრივ მოიცავს მსხვილი, კომპლექსური  გაყიდვების წარმატებით განხორციელებას, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიაციების და ბრენდის მართვას.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს, საკუთარი კომპანიების რეალურ ქეისებზე დაყრდნობით, შეეძლებათ ჩამოაყალიბონ შემდეგი შედეგები (Deliverables):

  • გამყიდველის პროფესია და მოტივაცია. როგორია წარმატებული გამყიდველი?
  • თანამედროვე გაყიდვების აგების პრინციპები, კავშირი გაყიდვებს, მარკეტინგს, მომსახურებას და ოპერაციებს შორის. თითოეული ამ მიმართულების როლი ორგანიზაციის წარმატების მიღწევაში.
  • მოთხოვნები გაყიდვების მენეჯერის ცოდნის, უნარების და თვისებების (KSA) მიმართულებით
  • კლიენტების დაპრიორიტეტების ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები
  • კლიენტის საჭიროებების გამოკვლევის ნაბიჯები
  • კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის ელემენტები
  • კლიენტების დაკმაყოფილებაზე ორიენტირებული სისტემა
  • ეფექტური კომუნიკაცია (ვერბალური და არავერბალური) კლიენტებთან
  • მომსახურე პერსონალის მოტივაციის სისტემა
  • კლიენტის საჭიროების განსაზღვრა კარგი შეკითხვების დასმით
  • გაყიდვების გამართული პროცესი
  • ინტერნეტ-სივრცის ეფექტური გამოყენება მომსახურებასა და გაყიდვებში
  • კლიენტის ინტეგრირებული გამოცდილების (Customer Experience) კონცეფციაზე აგებული არხები
  • მომსახურების სტანდარტების დანერგვა და მუდმივი გაუმჯობესება

 

მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს, სრულ აუდიო-ჩანაწერს და მითითებებს ლიტერატურაზე.

კურსის პრაქტიკული სამუშაოს დამაკმაყოფილებლად შესრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსის საფასური:

2,340 ლარი

გამოხმაურებები

თამარ ჭითაშვილი
თამარ ჭითაშვილი
საკონსულტაციო კომპანია “სინერჯი ჯგუფის” პარტნიორი

მართვის აკადემია აგრძელებს ჩემს გაოცებასა და მოლოდინების გადაჭარბებას! ამ ტრენინგზე რასაც გაიგებთ, სხვაგან ვერ წაიკითხავთ, ვერც ნახავთ და ვერც მოისმენთ. განსხვავებით მარკეტინგული კომუნიკაციების ზოგადი თეორიებისგან, ტრენინგზე განიხილებოდა ქართული ბაზრის სპეციფიკები, კონკრეტული მიდგომები, მარკეტინგული ხრიკები, სხვადასხვა ადგილობრივი დასაერთაშორისო ქეისები. თორნიკე გურული კი არის თავისი საქმის სუპერ პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ტრენერი. უდიდესი მადლობა იმ ცოდნის მოცემისთვის, რითაც მეორე დღიდანვე ვქმნით ღირებულებას ჩვენს კომპანიებში.

შესავალი

  • გამყიდველის პროცესია
  • თვითკრიტიკა და თვითგანვითარება

გამყიდველის სამუშაო და მოთხოვნები

  • თვისებები, უნარები, ცოდნა, სამუშაო, განწყობა

თანამედროვე გაყიდვები

  • გაყიდვების როლი და მნიშვნელობა
  • ურთიერთკავშირი მარკეტინგთან, მომსახურებასთან და ოპერაციებთან.
  • გაყიდვების კომპონენტები

კლინეტთან ურთიერთობა

  • პირველი კონტაქტი
  • პირველი თანამშრომლობა
  • გრძელვადიანი ურთიერთობა
  • კლიენტთან შეხვედრები
  • გაყიდვის შემდგომი მომსახურება

კლიენტი

  • კლიენტების "შერჩევა"
  • საჭიროების ანალიზი
  • ინფორმაციის მოძიება
  • გადაწყვეტილების მიღების სქემა
  • "კარგი" და "ცუდი" კლიენტი

პროდუქტი

  • რას ვყიდით?
  • პროდუქტის ობიექტური და სუბიექტური მახასიათებლები,
  • არსებული კლიენტების გამოცდილება

მოლაპარაკების პრინციპები

  • ინტერესები და პოზიციები
  • სხვადასხვა ტიპის კლიენტი
  • ინტეგრირებული მოლაპარაკება

ეფექტური კომუნიკაცია

  • კომუნიკაციის ეტაპები და მნიშვნელობა
  • ძირითადი პრინციპები
  • გავრცელებული შეცდომები
  • სწორი კომუნიკაცია
  • რთული შემთხვევები

მომსახურება

  • მომსახურების მნიშვნელობა გაყიდვებში
  • მომსახურების კომპონენტები
  • გავრცელებული პრობლემები

პერსონალი

  • იდეალური გამყიდველი
  • თვისებები, უნარები, ცოდნა, პირდაპირი და არაპირდაპირი მოტივაცია

კომუნიკაცია

  • სტერეოტიპები
  • ინფორმაციის გაცვლა
  • არავერბალური კომუნიკაცია
  • შეკითხვების დასმა
  • დამაჯერებელი საუბარი
  • ნეგატიური და პოზიტიური ფორმულირება
  • კომუნიკაციის დონეები

ბრენდინგი

  • ბრენდინგის არსი
  • ბრენდინგის შინაარსი

სტრატეგია

  • მარკეტინგული სტრატეგია
  • მარკეტინგული ბიუჯეტირება

 მომხმარებლის გამოცდილება

  • მომხმარებლის გამოცდილების კვლევის საჭროება
  • მომხმარებლის გამოცდილების კვლევა
  • კვლევის შედეგები

PR და CSR

  • PRინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ჭრილში
  • CSR ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციის ჭრილში

კურსს უძღვება

სოფია გოლეთიანი

კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი და ტრენერი

ადამიანმა, რომელმაც მთები გადადგა, პატარა ქვების გადატანით დაიწყო.

კურსი შედგება მოდულებისგან. თითოეულ მოდულს აქვს რამდენიმე ალტერნატიული თარიღი, საიდანაც მსმენელი ირჩევს მისთვის ხელსაყრელს. კლიენტთან ურთიერთობის მართვა (CRM) სერტიფიკატის მისაღებად მსმენელმა 1 წლის განმავლობაში უნდა გაიაროს ყველა მოდული. მოდულების გავლა შესაძლებელია განხორციელდეს ნებისმიერი თანმიმდევრობით. ყველა მოდულის გავლის შემთხვევაში მოქმედებს 5%-იანი ფასდაკლება.

 

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაცია ფასი: 960 ლარი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
კომპლექსური გაყიდვები 2.0 ფასი: 1,380 ლარი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
23 01/11/2017 - 27/11/2017 24 საათი ორშაბათი და ოთხშაბათი 19:00 - 22:00 სთ