ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისთვის, რომლებიც ჩართული არიან პროდუქტების და მომსახურების გაყიდვებში მსხვილ ინდივიდუალურ და კორპორატიულ დამკვეთებზე.

კურსი, ასევე გათვლილია გაყიდვების ჯგუფების და მიმართულებების ხელმძღვანელებისთვის და ამ მიმართულების ტრენერებისთვის.

კურსის საფასური:

1,380 ლარი

მზარდი კონკურენციის პირობებში კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ პროდუქტების პირდაპირ გაყიდვებს მსხვილ დამკვეთებზე. სულ უფრო მეტი კომპანია აყალიბებს კარგად ორგანიზებულ და კვალიფიცირებულ გაყიდვების ჯგუფს.

კურსის მიზანია, გაყიდვების მოქმედ მენეჯერებს დაეხმაროს შედეგების გაუმჯობესებაში და კლიენტებთან გრძელვადიანი, მომგებიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში.

კურსი აგებულია საერთაშორისოდ აღიარებულ მეთოდოლოგიებზე, როგორებიცაა: Customer-Centric Sales, Relationship Sales, Sales Process.

რას მივიღებ კურსის გავლით

 

კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შეეძლებათ გააანალიზონ და გადაჭრან ის სირთულეები, რომლებიც უკავშირდება მსხვილი, კომპლექსური გაყიდვების წარმატებით განხორციელებას.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეებს, საკუთარი კომპანიების რეალურ ქეისებზე დაყრდნობით, შეეძლებათ ჩამოაყალიბონ შემდეგი შედეგები (Deliverables):

  • გამყიდველის პროფესია და მოტივაცია. როგორია წარმატებული გამყიდველი?
  • თანამედროვე გაყიდვების აგების პრინციპები, კავშირი გაყიდვებს, მარკეტინგს, მომსახურებას და ოპერაციებს შორის. თითოეული ამ მიმართულების როლი ორგანიზაციის წარმატების მიღწევაში.
  • მოთხოვნები გაყიდვების მენეჯერის ცოდნის, უნარების და თვისებების (KSA) მიმართულებით
  • კლიენტების დაპრიორიტეტების ძირითადი პრინციპები და კრიტერიუმები
  • კლიენტის საჭიროებების გამოკვლევის ნაბიჯები
  • კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციის ელემენტები
  • პროდუქტის / მომსახურების წარდგენის პრინციპები პოტენციური დამკვეთებისთვის
  • მომსახურების სისტემის კომპონენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია გაყიდვების პროცესში
  • კლიენტთან მოლაპარაკების ძირითადი პრინციპები

 

მონაწილეები მიიღებენ კურსის სლაიდებს, სრულ აუდიო-ჩანაწერს და მითითებებს ლიტერატურაზე.

კურსის პრაქტიკული სამუშაოს დამაკმაყოფილებლად შესრულების შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

კურსის საფასური:

1,380 ლარი

ვიდეო ანონსი

გამოხმაურებები

შესავალი

გამყიდველის პროფესია. თვითკრიტიკა და განვითარება.

გამყიდველის სამუშაო და მოთხოვნები

თვისებები, უნარები, ცოდნა, სამუშაო, განწყობა

თანამედროვე გაყიდვები

გაყიდვების როლი და მნიშვნელობა. ურთიერთკავშირი მარკეტინგთან, მომსახურებასთან და ოპერაციებთან. გაყიდვების კომპონენტები

კლიენტთან ურთიერთობა

პირველი კონტაქტი, პირველი თანამშრომლობა, გრძელვადიანი ურთიერთობა, კლიენტთან შეხვედრები, გაყიდვის შემდგომი მომსახურება

კლიენტი

კლიენტების "შერჩევა", საჭიროების ანალიზი, ინფორმაციის მოძიება, გადაწყვეტილების მიღების სქემა, "კარგი" და "ცუდი" კლიენტები

პროდუქტი

რას ვყიდით? პროდუქტის ობიექტური და სუბიექტური მახასიათებლები, არსებული კლიენტების გამოცდილება

მოლაპარაკების პრინციპები

ინტერესები და პოზიციები. სხვადასხვა ტიპის კლიენტი. ინტეგრირებული მოლაპარაკება.

ეფექტური კომუნიკაცია

კომუნიკაციის ეტაპები და მნიშვნელობა. ძირითადი პრინციპები. გავრცელებული შეცდომები. სწორი კომუნიკაცია. რთული შემთხვევები.

მომსახურება

მომსახურების მნიშვნელობა გაყიდვებში. მომსახურების კომპონენტები. გავრცელებული პრობლემები.

კურსს უძღვება

სოფია გოლეთიანი

კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორი და ტრენერი

ადამიანმა, რომელმაც მთები გადადგა, პატარა ქვების გადატანით დაიწყო.

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
23 2017-11-01 - 2017-11-27 24 საათი ორშ. და ოთხშ. 19:00 - 22:00 სთ.

კურსის შეხვედრები შედგება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 – 22:00 სთ. პერიოდში.

შეხვედრები გაიმართება: მართვის აკადემიაში.