ანაზღაურების სისტემის დიზაინი

ტრენინგები ანაზღაურების სისტემის დიზაინი

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის და ადამიანური რესურსის მართვის სფეროში დასაქმებული პირებისთვის

კურსის საფასური:

650 ლარი

ნაკადი (ები):

მიმოხილვა

კომპანიის სტრატეგიასა და დასაქმების ბაზართან შესაბამისი ანაზღაურება მნიშვნელოვანი პირობაა ტალანტების მოზიდვისა და შენარჩუნების მიზნით. მენეჯერები ხშირად ფიქრობენ, თუ რა ხელფასი უნდა გადაიხადონ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალების დაქირავებისას, როგორ უნდა შეინარჩუნონ თანამშრომლების კმაყოფილება ანაზღაურების ბალანსირებული მიდგომით და როგორ მართონ თანამშრომლების მოტივაცია საბონუსე ანაზღაურებით.

ტრენინგი “ანაზღაურების სისტემის დიზაინი” მონაწილეებს დაეხმარება მიიღონ ცოდნა თუ როგორ ხდება სახელფასო განაკვეთების დონეების განსაზღვრა (job grading), როგორ ხდება სამუშაოების შეფასება და რატომ არის ამ პროცესის წარმართვა საჭირო (job evaluation), რა არის საჭირო ისეთი საბონუსე სისტემის შესაქმნელად, რომელიც შექმნის მოტივაციას, თანამშრომლებმა მუდმივად მიაღწიონ შესრულების მაღალ სტანდარტს.

SOLO და STATUS მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასი (დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ლინკებს ან დაგვიკავშირდით)

კურსის საფასური:

650 ლარი

ნაკად(ებ)ი:

ხანგრძლივობა:

12 საათი

შინაარსი

I ნაწილი

- ანაზღაურების სისტემის მიმოხილვა - ფიქსირებული და ცვლადი ანაზღაურებები

- სახელფასო ბაზრის კვლევის შინაარსი და მისი საჭიროება ანაზღაურების დიზაინის პროცესში

- საბონუსე ანაზღაურების მეთოდების განხილვა
 

II  ნაწილი 

- ხელფასი შრომითი ურთიერთობის საფუძველი - სახელფასო ანაზღაურების მიმოხილვა

- მენეჯერებისთვის საჭირო ინფორმაცია ხელფასის მატებაზე გადაწყვეტილების მისაღებად - შედეგები, კომპეტენციები და GROW მოდელი

- სახელფასო განაკვეთების შინაარსისა და სპეციფიკის ანალიზი

- “სტრატეგიული ანაზღაურების სისტემა”- კომპანიის გრძელვადიან საჭიროებაზე მორგებული სახელფასო ანაზღაურების სისტემა

III ნაწილი

- სამუშაოების შეფასება სახელფასო განაკვეთების შესაქმენლად

- სამუშაოს შეფასების მეთოდების განხილვა (მერსერის მოდელი, ჰეი ჯგუფის (კორნფერი) მოდელი)

- შეფასების პროცესის დაგეგმვა - შეფასების ჯგუფი/კომისია, კომპეტენციები, შეფასების მეთოდის შერჩევა

- კომპეტენციების მოდელის შექმნა სამუშაოების შეფასებისა და კლასიფიკიაციის მიზნით (job grading)

- სამუშაოების შეფასების პროცესის განხილვა, პროცესის მონაწილეების პასუხისმგებლობა და პროცესის სწორად წარმართვისთვის საჭირო პირობები

- სამუშაოების ღირებულების განსაზღვრა ორგანიზაციაში

- სახელფასო განაკვეთების მართვისთვის საჭირო ინფორმაცია - სახელფასო ბაზრის კვლევა, სამუშაოების ხელახალი შეფასება და კომპანიის საჭიროებები

- ქეისი


IV ნაწილი

- საბონუსე ანაზღაურების განხილვა, შინაარსი და მიზანი

- ბონუსის ტიპების განხილვა- ინდივიდუალური, გუნდური, მოჭრილი, ორგანიზაციული

- საბონუსე ანაზღაურების სისტემისთვის საჭირო სამუშაოები - მიზანი, დიზაინი, შედეგების ანალიზი

- ორგანიზაციის საჭიროებასა და სპეციფიკაზე მორგებული საბონუსე ანაზღაურების შექმნა

- რეპორტები და ფორმულები საბონუსე ანაზღაურების ეფექტურობის შესაფასებლად

- საბონუსე სისტემის რედიზაინის პირობებისა და საჭიროების განხილვა

- ქეისი.

კურსის საფასური:

650 ლარი

ნაკად(ებ)ი:

ხანგრძლივობა:

12 საათი

ტრენერები

კურსს უძღვება

მედეა ტაბატაძე

ტრენერი

ადამიანის განათლების მხოლოდ ორი მეთოდი არსებობს - წიგნების წაკითხვა და ჭკვიან ხალხთან ურთიერთობა.

კურსის საფასური:

650 ლარი

ნაკად(ებ)ი:

ხანგრძლივობა:

12 საათი

განრიგი და ფორმატი

კურსის საფასური:

650 ლარი

ნაკად(ებ)ი:

ხანგრძლივობა:

12 საათი