ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია მენეჯერებისთვის და საპასუხისმგებლო პოზიციაზე დასაქმებული თანამშრომლებისთვის, რომლებიც ქმნიან, გავლენას ახდენენ ან / და ცვლილებები შეაქვთ კომპანიის ბიზნეს პროცესებში. 

მიმოხილვა

ტრენინგის მიზანია იმ ცოდნის გადაცემა და უნარების გამომუშავება, რაც დაეხმარებათ კურსის მონაწილეებს გააანალიზონ ორგანიზაციაში არსებული ბიზნეს პროცესების მართვის სისტემა, პროცედურები, შეადარონ სხვა ორგანიზაციებში არსებულ პრაქტიკას; იყენებდნენ შეფასების სწორ ინდიკატორებს შიდა აუდიტის დროს ბიზნეს პროცესების შემოწმებისას.

კურსის შედეგად მონაწილეებს:

  • ექნებათ გააზრებული ორგანიზაციის სტრუქტურაში ბიზნეს პროცესების მართვის მნიშვნელობა
  • ექნებათ კომპანიის ძირითადი პროცესების რუკა - ნიმუშის სახით
  • გააზრებული ექნებათ ტიპური პრობლემების მაგალითები ორგანიზაციაში პროცესების მართვის თვალსაზრისით, შიდა აუდიტის დროს აუდირებული სისტემის პროცესების ხარვეზების გამოვლენის და კომუნიკაციის კუთხით
  • ეცოდინებათ პროცესების აღწერის, ანალიზის, გამოსწორების, ცვლილებების დანერგვის, კონტროლის ზოგადი ინსტრუმენტების გამოყენება
  • ექნებათ კომპანიაზე მორგებული ბიზნეს პროცესების ჩამონათვალი (რამდენიმე მაგალითი ნიმუშის სახით), ექნებათ მონახაზი მონაცემების მოძიების წყაროების, ინფორმაციის ანალიზის და მომავლის პროექტებში მათი განხილვის შედეგების გადატანის გზების და საშუალებების შესახებ.

ტრენინგის ფასი დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, შინაარსის, ხანგრძლივობის და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით

შინაარსი

ბიზნეს პროცესების მენეჯმენტის არსი

  • თეორიული შესავალი
  • პროცესების მართვა კომპანიაში
  • მნიშვნელოვანი ბიზნეს პროცესების იდენტიფიკაცია
  • რატომ უნდა აღვწეროთ პროცესები

 

ბიზნეს პროცესის მენეჯმენტი ორგანიზაციაში

  • ბიზნეს პროცესების მართვის საკითხის გააზრება ორგანიზაციის კონტექსტში
  • პროცესის ტიპები
  • პროცესის აღწერა
  • პროცესის აღწერა პროგრამა Bizagi გამოყენებით, სიმბოლოების გამოყენება
  • ტიპური შეცდომები პროცესის აღწერისას

 

ბიზნეს პროცესების შემოწმება, შეფასება და ანალიზი

  • პროცესის განზომილებები, არაეფექტური ბიზნეს პროცესების მაგალითები
  • როგორ შევამოწმოთ და გამოვავლინოთ ხარვეზები ბიზნეს პროცესში - შიდა აუდიტის პროცესის სიმულაცია და ხარვეზების გამოვლენა/კომუნიკაცია
  • პროცესის ანალიზი: რა უნდა ვეძებოთ და როგორ (სუსტი რგოლების, დანაკარგების, არასაჭირო ნაბიჯების გამოვლენის მეთოდები და დელეგირების საშუალებების გამოყენება)
  • პროცესების ოპტიმიზაციის გზები და საშუალებები

 

ბიზნეს პროცესების გაუმჯობესების პოტენციალის შეთავაზება

  • პროცესის მოდიფიცირების პოტენციალის განსაზღვრა
  • პროცესის გაუმჯობესების პოტენციალის შეთავაზება და კომუნიკაცია გუნდთან
  • ახალი პროცესის დანერგვა და კონტროლი

ტრენერები

კურსს უძღვება

ეკა კოპლატაძე

ტრენერი

თუ გაქვს სურვილი, გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, მოგიწევს გააკეთო ის, რაც არასდროს გიკეთებია

განრიგი და ფორმატი