პერსონალის განვითარების საჭიროებების ანალიზი და სტრატეგია

ტრენინგები პერსონალის განვითარების საჭიროებების ანალიზი და სტრატეგია

ვისთვისაა კურსი

მომსახურება განკუთვნილია სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და კომერციული ორგანიზაციებისათვის, რომელთაც აქვთ სურვილი:

1. აღმოაჩინონ პერსონალის განვითარების კუთხით არსებული ძლიერი და სუსტი მხარეები, რაც გულისხმობს კომპანიის მიზნების მიღწევისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ანალიზს.

2.საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით შეიმუშაონ თანამშრომლების ცოდნის და უნარ-ჩვევების გრძელვადიანი განვითარების სტრატეგია.

კონკურენტული გარემოს პირობებში ის კომპანიები, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ პერსონალის სწორად განვითარებაზე გამორჩეულები არიან ბაზარზე. დღეს ბევრი მოწინავე ორგანიზაციისთვის თანამშრომლების განვითარების საჭიროებების გამოვლენა და მათთვის შესაბამისი ცოდნის გაღრმავება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა.

კარგ კომპანიებში  თანამშრომლების განვითარების პროცესი მუდმივად  მიმდინარეობს. თუმცა, თუ ორგანიზაციების მხრიდან სიღრმისეული ანალიზის შედეგად არ მოხდა  თანამშრომლების გადამზადების პროცესის დაგეგმვა, ამ შემთხვევაში გაღებული რესურსები (თანხები, დრო და სხვ) არ იძლევა სრულყოფილ შედეგს.  

კომპანიის თანამშრომლების განვითარების კუთხით საუკეთესო შედეგის მისაღებად აუცილებელია: 1. არსებული მდგომარეობის სიღრმისეული ანალიზი, რომელიც დაეყრდნობა კომპანიის სხვადასხვა რგოლის და მიმართულების თანამშრომლების თვალით დანახულ საჭიროებებს. 2. ანალიზის საფუძველზე პერსონალის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება.

პროცესი მოიცავს 4 ეტაპს:

1.ინტერვიუ დამკვეთთან კომპანიაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ:
ინტერვიუს დროს დამკვეთისგან (ორგანიზაციის HR მენეჯერი, ტოპ მენეჯმენტი) ხდება ზოგადად კომპანიის მდგომარეობის და დამკვეთის თვალით დანახული საჭიროებების განხილვა.

2.ვორქშოპი:
ვორქშოპში მონაწილეობენ კომპანიის სხვადასხვა რგოლის მენეჯერები და თანამშრომლები. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს შორის ხდება მუშაობის პროცესში არსებული სუსტი და ძლიერი მხარეებს ფასილიტირებული განხილვა, ასევე იმ კონკრეტული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოვლენა, რისი გაუმჯობესების საჭიროებაც აქვთ კომპანიის თანამშრომლებს.

3.განვითარების სტრატეგიის შემუშავება:

პირველ და მეორე ეტაპზე დაყრდნობით მართვის აკადემიის ფასილიტატორების მიერ ხდება პერსონალის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტის შედგენა. სტრატეგიის დოკუმენტი მოიცავს ანალიზის შეჯამებულ შედეგებს და კომპანიის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებს / რეკომენდაციებს (შიდა მენტორობა, ქოუჩინგი, სასწავლო კურსები, ტრენინგები და სხვ).

4.შედეგების პრეზენტაცია დამკვეთთან:
ბოლო ეტაპზე ხდება სტრატეგიის დოკუმენტის წარდგენა დამკვეთთან, სადაც განიხილება მიღებული შედეგები და რეკომენდაციები (გადასადგმელი ნაბიჯები).

 

კურსს უძღვება

თორნიკე გურული

ტრენერი

შენ დაიბადე უნიკალური, ნუ გახდები ასლი.

ქეთი ტყავაძე

თავმჯდომარე და ტრენერი

ნამდვილი ცხოვრება იწყება იქ, სადაც მთავრდება შენი კომფორტის ზონა.

მარიკა კლდიაშვილი

სტარტაპ პროექტების დირექტორი და ტრენერი

იმ მასშტაბური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, შეუძლებელია იმავე დონის აზროვნებით, რამაც ეს პრობლემები გამოიწვია.