პროექტის მართვა Scrum Agile მეთოდოლოგიით

ტრენინგები პროექტის მართვა Scrum Agile მეთოდოლოგიით

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი რგოლის მენეჯერისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს ახალი პროდუქტების ან სერვისების შემუშავება / დანერგვა ცვალებად ბიზნეს გარემოში. ასევე მათთვის, ვინც მიზნად ისახავს მოტივირებული გუნდის შექმნას და მაღალი სტანდარტების ჩამოყალიბებას.

კურსის გავლის შედეგად მონაწილეები ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ Agile მართვისთვის აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ:

  • ეცოდინებათ თუ რა განსხვავებაა ჩვეულებრივ და Agile მეთოდოლოგიას შორის
  • ეცოდინებათ Agile მეთოდოლოგიის დადებითი / უარყოფითი მხარეები, რა ტექნიკები და მიდგომებია Agile-ში
  • შეძლებენ Agile ტექნიკების გამოყენებას
  • ეცოდინებათ Agile-ში მონაწილე ყველა მხარის პასუხისმგებლობები
  • უკეთ შეძლებენ შეიმუშავონ მისაღწევი შედეგი ცვალებად ბიზნეს გარემოში
  • დახვეწენ გუნდის მიერ  მიზნების დასახვის ტექნიკას
  • მოემზადებიან თავისი გუნდების მეტად შეკავშირებისა და უკეთ მოტივირებისათვის
  • გააუმჯობესებენ უკუკავშირის (მადლობები და შენიშვნები) კომუნიკაციის ტექნიკას
  • გამართავენ კომუნიკაციას ზემდგომებთან და სხვ.


ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერთიფიკატს.

კურსის საფასური:

960 ლარი

ნაკადი (ები):

3 - 20/11/2017

4 - 22/01/2018

5 - 05/03/2018

6 - 16/04/2018

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნეს გარემოში ძალიან ხშირად გვხდება ტერმინები Agile და Scrum. ბევრი ორგანიზაცია კი უკვე იყენებს მსგავს მეთოდოლოგიებს  (Kanban, Lean, XP)  ყოველდღიურ პროექტების მართვაში.  მაგრამ რას ნიშნავს ეს ტერმინები სინამდვილეში და რა სარგებელი უნდა მოუტანოს ორგანიზაციას ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ? ან როგორ უნდა დაიწყო თუ ეს მეთოდი აქამდე არ გამოგიყენებია? 

Agile მეთოდოლოგია რეკომენდებულია ინოვაციური პროექტებისთვის, სადაც პროექტის შედეგის ყველა მახასიათებელი წინასწარ არ არის ცნობილი. მაგალითად ეს მეთოდოლოგია წარმატებით გამოიყენება ინფორმაციული სისტემების დანერგვის ან მარკეტინგული პროექტების შემთხვევაში, როდესაც პირველადი ხედვა და საბოლოო პროდუქტი ხშირად რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. პროექტის მართვის კლასიკური (არა  Agile) მეთოდი კი კვლავ ეფექტურია ისეთი პროექტების მართვისთვის, სადაც წინასწარ ცნობილია საბოლოო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები, მაგალითად როგორც სამშენებლო პროექტებში.

ტრენინგი „პროექტების მართვა Scrum Agile მეთოდოლოგიით“ არა მარტო შეგასწავლით Agile-ის მთავარ კონცეფციებს, არამედ მოგცემთ საშუალებას გაიმყაროთ თეორიული ცოდნა რეალური მაგალითებისა და სიტუაციური ამოცანების ამოხსნით. ტრენინგის მონაწილეები ასევე იმუშავებენ  მაღალეფექტური გუნდის შექმნაზე და ცვლილებების მიმართ ადაპტაციის უნარის გამომუშავებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია Agile პროექტის მენეჯერისთვის.

კურსის საფასური:

960 ლარი

ნაკად(ებ)ი:

3 - 20/11/2017

4 - 22/01/2018

5 - 05/03/2018

6 - 16/04/2018

  • შესავალი
  • ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების მზაობა ბიზნესში და IT-ში
  • მცირე თეორია
  • Scrum Agile - ტერმინოლოგია და ისტორია
  • Agile პროგრამირების მანიფესტი
  • რა არის Agile?
  • Agile მეთოდები
  • Scrum Agile პროექტის დაგეგმვა
  • Scrum Agile გუნდის ეფექტური მართვა
  • Scrum Agile არტეფაქტები და ღონისძიებები
  • Scrum მასტერი - მოსამსახურე ლიდერის კონცეფცია
  • ნდობის ფაქტორი გუნდის ფორმირებაში და განვითარებაში
  • დაგეგმარების პროცესში მთლიანი გუნდის მონაწილეობა და მუდმივი უკუკავშირი დამკვეთებთან
  • სწორი კომუნიკაციის დაგეგმვა და კონფლიქტების მართვა
  • რესურსების ეკონომიური მართვა

კურსს უძღვება

მარიკა კლდიაშვილი

სტარტაპ პროექტების დირექტორი და ტრენერი

იმ მასშტაბური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, შეუძლებელია იმავე დონის აზროვნებით, რამაც ეს პრობლემები გამოიწვია.

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
3 20/11/2017 - 16/12/2017 18 საათი ორშაბათი და ოთხშაბათი 19:00 - 22:00 სთ
4 22/01/2018 - 07/02/2018 18 საათი ორშაბათი და ოთხშაბათი 19:00 - 22:00 სთ
5 05/03/2018 - 21/03/2018 18 საათი ორშაბათი და ოთხშაბათი 19:00 - 22:00 სთ
6 16/04/2018 - 02/05/2018 18 საათი ორშაბათი და ოთხშაბათი 19:00 - 22:00 სთ

კურსის შეხვედრები შედგება ყოველ ორშაბათს და ოთხშაბათს 19:00 - 22:00 საათების პერიოდი.

შეხვედრები გაიმართება: მართვის აკადემიაში.