კურსი განკუთვნილია ნებისმიერი რგოლის მენეჯერისთვის, ვისაც ყოველდღიურად უწევს ახალი პროდუქტების ან სერვისების შემუშავება / დანერგვა ცვალებად ბიზნეს გარემოში. ასევე მათთვის, ვინც მიზნად ისახავს მოტივირებული გუნდის შექმნას და მაღალი სტანდარტების ჩამოყალიბებას.
კურსის გავლის შედეგად მონაწილეები ნათელ წარმოდგენას ჩამოიყალიბებენ Agile მართვისთვის აუცილებელი უნარებისა და ცოდნის შესახებ:
ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბიზნეს გარემოში ძალიან ხშირად გვხდება ტერმინები Agile და Scrum. ბევრი ორგანიზაცია კი უკვე იყენებს მსგავს მეთოდოლოგიებს (Kanban, Lean, XP) ყოველდღიურ პროექტების მართვაში. მაგრამ რას ნიშნავს ეს ტერმინები სინამდვილეში და რა სარგებელი უნდა მოუტანოს ორგანიზაციას ახალი მეთოდოლოგიის დანერგვამ? ან როგორ უნდა დაიწყო თუ ეს მეთოდი აქამდე არ გამოგიყენებია?
Agile მეთოდოლოგია რეკომენდებულია ინოვაციური პროექტებისთვის, სადაც პროექტის შედეგის ყველა მახასიათებელი წინასწარ არ არის ცნობილი. მაგალითად ეს მეთოდოლოგია წარმატებით გამოიყენება ინფორმაციული სისტემების დანერგვის ან მარკეტინგული პროექტების შემთხვევაში, როდესაც პირველადი ხედვა და საბოლოო პროდუქტი ხშირად რადიკალურად განსხვავებულია ერთმანეთისგან. პროექტის მართვის კლასიკური (არა Agile) მეთოდი კი კვლავ ეფექტურია ისეთი პროექტების მართვისთვის, სადაც წინასწარ ცნობილია საბოლოო პროდუქტის ძირითადი მახასიათებლები, მაგალითად როგორც სამშენებლო პროექტებში.
ტრენინგი „პროექტების მართვა Scrum Agile მეთოდოლოგიით“ არა მარტო შეგასწავლით Agile-ის მთავარ კონცეფციებს, არამედ მოგცემთ საშუალებას გაიმყაროთ თეორიული ცოდნა რეალური მაგალითებისა და სიტუაციური ამოცანების ამოხსნით. ტრენინგის მონაწილეები ასევე იმუშავებენ მაღალეფექტური გუნდის შექმნაზე და ცვლილებების მიმართ ადაპტაციის უნარის გამომუშავებაზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია Agile პროექტის მენეჯერისთვის.
შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ვანო ნადირაძე: 593 302818, vano@nadiradze.biz
ტრენინგის ფასი დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, შინაარსის, ხანგრძლივობის და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვიდეო ანონსი
შესავალი
მცირე თეორია
Scrum Agile პროექტი
სხვა Agile მეთოდების მიმოხილვა
Agile ტრანსფორმაცია
ვიდეო ანონსი
ვიდეო ანონსი