კურსი განკუთვნილია საშუალო და ზედა რგოლის მენეჯერებისთვის, პროდუქტის წარმოების და დისტრიბუციის, ასევე მომსახურების პროცესებში ჩართული მენეჯერებისთვის და ხარისხზე პასუხისმგებელი პირებისთვის. ტრენინგიდან სარგებელს მიიღებენ კერძო და სამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულონ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურის შექმნაში.
თანამედროვე ბიზნესში ყველა რგოლის მენეჯერისთვის მნიშვნელოვანია ხარისხის მართვის იმ ძირითადი კონცეფციების ცოდნა, რაც მათ მისცემს საშუალებას ერთი მხრივ, გაზარდონ პროდუქტის კონკურენტუნარიანობა გლობალურ ბაზარზე, ხოლო მეორე მხრივ კი, თავიდან აიცილონ უხარისხობით გამოწვეული ხარჯები.
კურსის თეორიული მასალა ადაპტირებულია თანამედროვე გარემოს ცვლილებებისადმი და მოიცავს კონკრეტულ ქეისებს, სხვადასხვა ტიპის წარმოების, საქართველოს და საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის მართვის პრაქტიკიდან.
ამ კურსის მიზანია მონაწილეებში ხარისხის მენეჯმენტის ზოგადი პრინციპების ხედვის ჩამოყალიბება შემდეგი მიმართულებებით: ხარისხის სისტემის დიზაინი, დაგეგმვა-კონტროლი, არასტანდარტული სიტუაციების მართვა, რაოდენობრივი და თვისობრივი ანალიზი.
კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს ეცოდინებათ ხარისხის მართვის ძირითადი კონცეფციები და ცნებები, ასევე ექნებათ პრაქტიკული ცოდნა შემდეგი მიმართულებებით:
ყველა მონაწილე მიიღებს შესაბამის სერტიფიკატს.
ტრენინგის ფასი დადგინდება დამკვეთთან შეთანხმებით, შინაარსის, ხანგრძლივობის და მონაწილეების რაოდენობის გათვალისწინებით
ვიდეო ანონსი
ხარისხის მენეჯმენტის არსი
ხარისხის სტანდარტები ორგანიზაციაში, დანერგვის ტექნიკა და ინსტრუმენტები
ხარისხის მართვის ძირითადი ელემენტები
ხარისხის რისკის ანალიზი
ხარისხის გაზომვა და მიმოხილვა
ვიდეო ანონსი