PMP - საერთაშორისო სერტიფიკატი პროექტის მართვაში

ტრენინგები PMP - საერთაშორისო სერტიფიკატი პროექტის მართვაში

ვისთვისაა კურსი

კურსი განკუთვნილია პროექტის მენეჯერების ან პროექტში საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირებისთვის, ვისაც სურვილი აქვს მიიღოს საერთაშორისო აღიარების მქონე პროექტის მართვის პროფესიონალის (PMP) ტიტული და შესაბამისი სერტიფიკატი.

პროექტის მართვის კუთხით წინასწარი განათლების ქონა აუცილებელი არ არის, თუმცა სასურველია, რადგან მსმენელებს გაუადვილებს გამოცდისთვის მზადების პროცესს.

მსმენელებისთვის, ვისაც სურს საფუძვლიანად შეისწავლოს პროექტის მართვა (რაც დაეხმარება მათ როგორც პრაქტიკულ ყოველდღიურ საქმიანობაში, ისე გამოცდის ჩაბარებაში) რეკომენდებულია PMP-ის მოსამზადებელი კურსის გავლამდე დაესწრონ მართვის აკადემიის პროექტის მართვის ტრენინგს.

კურსის საფასური:

4 250 ლარი. (10%-ის გადახდა ხდება წინასწარ)

ნაკადი (ები):

6 - 29-02-2020

მიმოხილვა

მართვის აკადემია და პროექტის მართვის ექსპერტები (pme.ge), შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაცია "Bizpro"-თან თანამშრომლობით საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს მოემზადონ საერთაშორისოდ აღიარებული PMP (Project Management Professional) გამოცდისთვის უმოკლეს დროში.

5 დღიანი კურსის განმავლობაში, ტრენერები მონაწილეებს აუხსნის და ყურადღებას გაუმახვილებს ყველა იმ ძირითად თემაზე, საკითხსა და ტექნიკაზე, რაც საჭიროა PMP-ის საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდისთვის. ტრენერები არიან:

  • Algin Erozan, Msc, PMP, CISA, ITIL, Professional Scrum Master&Product Owner, Certified Scrum Trainer, Mentor - ელგინს აქვს ტრენინგების ჩატარების 15 წელზე მეტი, პროექტის მართვის 30 წლიანი , ასევე კონსულტანტად მუშაობის 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება.

  • ლელა მაჩაიძე, PMP, MBA - ლელა ფლობს ტრენინგების ჩატარების და მსხვილმასშტაბიანი / მაღალბიუჯეტიანი ($170 მლნ+) საერთაშორისო და ადგილობრივი პროექტების მართვის 10+ წლიან გამოცდილებას, იგი არის "PMI საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, საკონსულტაციო კომპანია "პროექტის მართვის ექსპერტების" (pme.ge) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, PMI-ის (Project Management Institute) მიერ ორგანიზებული ღონისძიებების ერთ-ერთი სპიკერი და PMP საგამოცდო ტესტების შემდგენელი ვორქშოპების მრავალგზის მონაწილე.

  • ვანო ნადირაძე, PMP, MBA - ვანო ფლობს ტრენინგების ჩატარების და საერთაშორისო / ადგილობრივი პროექტების მართვის 10+ წლიან გამოცდილებას, იგი არის "PMI საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ასევე, საკონსულტაციო კომპანია "პროექტის მართვის ექსპერტების" (pme.ge) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი და მართვის აკადემიის პარტნიორი


წარმატებული სერტიფიცირების გარანტირებისთვის, კურსის დასრულების შემდეგ ვანო ნადირაძე და ლელა მაჩაიძე მონაწილეებს გაუწევენ დახმარებას გამოცდისთვის მზადების პროცესში:

  • კურსის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ეძლევათ 10 დღე სამეცადინო წიგნის წასაკითხად
  • შემდგომი 8 დღის განმავლობაში 11:00 - 18:00 სთ პერიოდში მონაწილეებისთვის გამოიყოფა სამეცადინო სივრცე, საოფისე ინვენტარით, ინტერნეტით და ყველა საჭირო ატრიბუტით;
  • მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან PMP გამოცდისთვის სამეცადინო უახლესი წიგნებით და სავარჯიშო ტესტებით;
  • მონაწილეებს დახმარება გაეწევათ აპლიკაციის შევსების, გამოცდის დანიშვნის და საგამოცდო თანხის* გადახდის საკითხში;
  • მეცადინეობის პროცესში მონაწილეებს დახმარება გაეწევათ მათთვის მნიშვნელოვან / გაურკვეველ ნებისმიერ საკითხზე

* PMP გამოცდის ჩაბარების საფასურია 555 აშშ დოლარი, რასაც თავად მონაწილე იხდის ინტერნეტით.  გამოცდის ჩაბარება ხდება Pearson Vue-ს აკრედიტირებულ ცენტრებში (ცენტრების ჩამონთვალი შეგიძლიათ მოძებნოთ ლინკზე).

 

რა არის PMP სერტიფიცირება

PMP არის საერთაშორისოდ აღიარებული პროფესიული ტიტული, რომელსაც გვთავაზობს პროექტის მართვის ინსტიტუტი (PMI) - მსოფლიო მასშტაბით ლიდერი კომპანია პროექტის მართვის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბების კუთხით. პროექტის მართვის ინსტიტუტი წარმოდგენილია 208 ქვეყანაში და მსოფლიო მასშტაბით 890,000-მდე პროექტის მენეჯერისთვის აქვს მინიჭებული PMP ტიტული, ოფიციალური გამოცდის საფუძველზე.

გამოცდაზე გასასვლელი პრე-რეკვიზიტებია :

  1. უმაღლესი განათლება;
  2. პროექტის მართვის (ან პროექტში საპასუხისმგებლო პოზიციაზე ყოფნის) 4,500 საათიანი პრაქტიკული გამოცდილება (რაც დაახლ. 2 წელს უდრის);
    პროექტის მართვის ოფიციალური განათლების 35 საკონტაქტო საათი. ამ საკონტაქტო საათების გაცემა / მინიჭება შეუძლია მხოლოდ შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანიზაციებს, მათ შორის ორგანიზაცია "Bizpro"-ს (ამ კონკრეტული კურსით), რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა კურსდამთავრებულების მიერ გამოცდის წარმატებით ჩაბარების მაჩვენებლით.
  3. ტრენინგი და გამოცდა ტარდება ინგლისურ ენაზე.

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: 
ვანო ნადირაძე: 593 302818, vano@nadiradze.biz

კურსის საფასური:

4 250 ლარი. (10%-ის გადახდა ხდება წინასწარ)

ნაკად(ებ)ი:

6 - 29-02-2020

ხანგრძლივობა:

35 საათი

შინაარსი

PMP გამოცდის შესახებ

გამოცდის ტექნიკები და ხრიკები

რა არის პროექტი?

პროექტის მენეჯერის როლი

პროექტის სასიცოცხლო ციკლი

პროექტის მართვის პროცესები

ინტეგრაციის მართვა

შინაარსის მართვა

დროის მართვა

ხარჯების მართვა

ხარისხის მართვა

ადამიანური რესურსის მართვა

კომუნიკაციის მართვა

რისკების მართვა

შესყიდვების მართვა

საკვანძო მხარეების მართვა

კურსის საფასური:

4 250 ლარი. (10%-ის გადახდა ხდება წინასწარ)

ნაკად(ებ)ი:

6 - 29-02-2020

ხანგრძლივობა:

35 საათი

ტრენერები

კურსს უძღვება

ლელა მაჩაიძე

ტრენერი

სანამ იმოქმედებ მოისმინე, სანამ რეაგირებას მოახდენ იფიქრე, სანამ დახარჯავ გამოიმუშავე, სანამ გააკრიტიკებ დაიცადე, სანამ ილოცებ აპატიე, სანამ ხელს ჩაიქნევ სცადე.

ვანო ნადირაძე

პარტნიორი და ტრენერი

როცა ადამიანი კითხვის დასმას შეწყვეტს, მან განვითარებაზე უარი თქვა.

კურსის საფასური:

4 250 ლარი. (10%-ის გადახდა ხდება წინასწარ)

ნაკად(ებ)ი:

6 - 29-02-2020

ხანგრძლივობა:

35 საათი

განრიგი და ფორმატი

განრიგი
ნაკადი პერიოდი ხანგრძლივობა განრიგი
6 29/02/2020 - 04/03/2020 35 საათი ყოველ დღე 10:00 - 18:00 სთ

კურსის შეხვედრები შედგება მართვის აკადემიაში, 5 სრული დღის განმავლობაში ორი მოკლე და ერთი დიდი შესვენებით.

 

კურსის საფასური:

4 250 ლარი. (10%-ის გადახდა ხდება წინასწარ)

ნაკად(ებ)ი:

6 - 29-02-2020

ხანგრძლივობა:

35 საათი