მართვის აკადემია გთავაზობთ ონლაინ ტრენინგების პროექტს!

სიახლეები მართვის აკადემია გთავაზობთ ონლაინ ტრენინგების პროექტს!

02 აპრ, 2018
მართვის აკადემია გთავაზობთ ონლაინ ტრენინგების პროექტს!

მართვის აკადემია გთავაზობთ ონლაინ ტრენინგების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი ტიპის ტრენინგების შექმნას:

  • ანიმაციური ტრენინგი (2D ფერადი ანიმაცია ან შავ-თეთრი ანიმაცია white board)
  • აუდიო ტრენინგი
  • ტრენინგი ანიმაციური კადრების თანხლებით (ამ შემთხვევაში 3 წუთანი ტრენინგისთვის გათვალისწინებულია 10-მდე გაჩერებული ანიმაციური კადრი)
  • ტრენინგი დინამიური სლაიდების თანხლებით

სამუშაოების ჩამონათვალი:

  • ტრენინგის თემების შერჩევა
  • თეორიული მასალის შერჩევა და მომზადება, ადაპტაცია აუდიტორიაზე
  • გმირები, სიუჟეტი და სცენარი
  • ტექსტის დაწერა
  • მსახიობის ხმის შერჩევა და მსახიობის მომზადება/დატრენინგება
  • აუდიოს ჩაწერა სტუდიაში და შემდგომი მონტაჟი
  • ვიზუალური ნაწილის სტილის შერჩევა (შავ/თეთრი თუ ფერადი? ბრტყელი თუ სივრცეში? ხელი ხატავს თუ არა?)
  • ვიზუალური კომპონენტების შექმნა: გმირები, გარემოს მთავარი კომპონენტები, ფონი, ა.შ.
  • რეჟისურა
  • ანიმაციური სამუშაოები
  • მიღება/ჩაბარება/ფოკუს ჯგუფის შენიშვნების გათვალისწინება

წარმოგიდგენთ, მართვის აკადემიის მიერ შექმნილ ანიმაციურ ტრენინგს, სახელწოდებით -“წარმატებული შეხვედრა”. ტრენინგი ახალგაზრდა პროფესიონალებს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებასა და წარმართვას ასწავლის. პროექტის მიზანია ტრენინგ-ცენტრის სასწავლო პროგრამაში ონლაინ აუდიტორიის ჩართვა. ეს მოიცავს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვთ “მართვის აკადემიის ტრენინგებში” მონაწილეობის საშუალება. 

რატომ ანიმაცია? 21-ე საუკუნეში, თამაშის პროცესი გახდა როგორც მედია კონტენტის, ისე სასწავლო პროცესის შემადგენელი კომპონენტი. “მართვის აკადემიის” ანიმაციური ტრენინგი მარტივი ფორმით გადმოსცემს სათქმელს.