მართვის აკადემია გთავაზობთ ონლაინ ტრენინგების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგი ტიპის ტრენინგების შექმნას:

  • ანიმაციური ტრენინგი (2D ფერადი ანიმაცია ან შავ-თეთრი ანიმაცია white board)
  • აუდიო ტრენინგი
  • ტრენინგი ანიმაციური კადრების თანხლებით (ამ შემთხვევაში 3 წუთანი ტრენინგისთვის გათვალისწინებულია 10-მდე გაჩერებული ანიმაციური კადრი)
  • ტრენინგი დინამიური სლაიდების თანხლებით

სამუშაოების ჩამონათვალი:

  • ტრენინგის თემების შერჩევა
  • თეორიული მასალის შერჩევა და მომზადება, ადაპტაცია აუდიტორიაზე
  • გმირები, სიუჟეტი და სცენარი
  • ტექსტის დაწერა
  • მსახიობის ხმის შერჩევა და მსახიობის მომზადება/დატრენინგება
  • აუდიოს ჩაწერა სტუდიაში და შემდგომი მონტაჟი
  • ვიზუალური ნაწილის სტილის შერჩევა (შავ/თეთრი თუ ფერადი? ბრტყელი თუ სივრცეში? ხელი ხატავს თუ არა?)
  • ვიზუალური კომპონენტების შექმნა: გმირები, გარემოს მთავარი კომპონენტები, ფონი, ა.შ.
  • რეჟისურა
  • ანიმაციური სამუშაოები
  • მიღება/ჩაბარება/ფოკუს ჯგუფის შენიშვნების გათვალისწინება

წარმოგიდგენთ, მართვის აკადემიის მიერ შექმნილ ანიმაციურ ტრენინგს, სახელწოდებით -“წარმატებული შეხვედრა”. ტრენინგი ახალგაზრდა პროფესიონალებს სამუშაო შეხვედრის ორგანიზებასა და წარმართვას ასწავლის. პროექტის მიზანია ტრენინგ-ცენტრის სასწავლო პროგრამაში ონლაინ აუდიტორიის ჩართვა. ეს მოიცავს იმ მომხმარებლებს, რომლებსაც არ აქვთ “მართვის აკადემიის ტრენინგებში” მონაწილეობის საშუალება. 

რატომ ანიმაცია? 21-ე საუკუნეში, თამაშის პროცესი გახდა როგორც მედია კონტენტის, ისე სასწავლო პროცესის შემადგენელი კომპონენტი. “მართვის აკადემიის” ანიმაციური ტრენინგი მარტივი ფორმით გადმოსცემს სათქმელს.