ვანო ნადირაძე

პარტნიორი და ტრენერი

როცა ადამიანი კითხვის დასმას შეწყვეტს, მან განვითარებაზე უარი თქვა.

ვანო ფლობს 10+ წლიან გამოცდილებას ტრენინგების ჩატარებაში და 10+ წლიან გამოცდილებას IT და ბიზნეს პროექტების მართვაში წამყვან ადგილობრივ ორგანიზაციებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა პროექტის მართვის ოფისის უფროსის, პროექტების მართვის კონსულტანტის, სტრატეგიული პროექტის მენეჯერის და IT კლიენტების მომსახურების განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციებს. მართვის აკადემიის პარტნიორობის და ტრენერობის გარდა, ვანოს არის "PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი და დირექტორთა საბჭოს წევრი, ასევე, საკონსულტაციო კომპანია "პროექტის მართვის ექსპერტების" (pme.ge) დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 

ვანოს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, ასევე ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი) და ამჟამად არის Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრანტი.