თათია ტურაშვილი

ტრენერი

ბედნიერება არის შენი შინაგანი გადაწყვეტილება აღიქვა შენი ცხოვრებისეული მოვლენები, ყოველდღიური დეტალები უფრო დადებითად, ვიდრე ნეიტრალურად

თათია არის ფსიქოლოგიის დოქტორი, ორგანიზაციული ფსიქოლოგიის ასოცირებული პროფესორი, პოზიტიური ფსიქოლოგი.  იგი ლექტორია ჯიპაში, საქართველოს უნივერსიტეტსა და კავკასიის ბიზნეს სკოლაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, არის ბერლინის ფსიქოლოგიის უნივერსიტეტის მოწვეული მეცნიერ-მკლვლევარი ზრდასრული ადამიანების სწავლების (LLL) და სამუშაო კეთილდღეობის მიმართულებით. არის საქართველოში ფსიქოლოგიური კეთილდღეობის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი და პრაქტიკოსი. განხორციელებული აქვს  900-ზე მეტი ტრენინგი და საკონსულტაციო მომსახურება 150-მდე კომპანიასთან  საქართველოში. აქვს უმაღლეს სასწავლებელში და ბიზნეს ტრენერად მუშაობის 15 წლიანი გამოცდილება.