სოფია გოლეთიანი

ტრენერი

ადამიანმა, რომელმაც მთები გადადგა, პატარა ქვების გადატანით დაიწყო.

სოფიას აქვს 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. მისი კარიერის სტარტზე იყო 3 წლიანი კინოჟურნალისტის გამოცდილება. ბოლო 12  წლის განმავლობაში მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა მსხვილი გაყიდვები და კლიენტებთან ურთიერთობა სხვადასხვა კომპანიების მენეჯერულ პოზიციებზე, როგორებიცაა ფილიალის დირექტორი, გაყიდვების პროექტების მენეჯერი და სხვა. იგი ამჟამად იკავებს "კლიენტებთან ურთიერთობის დირექტორის" პოზიციას კომპანიაში "Colliers International-ის საქართველოს წარმომადგენლობა".

სოფოს დამთავრებული  აქვს თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი კინოკრიტიკოსის სპეციალობით. ფლობს თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის - MBA ხარისხს და ამჟამად არის ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტის დოქტორანტი.