ნინო ოხანაშვილი

ტრენერი

რწმენა არის პირველი ნაბიჯის გადადგმა, როცა კიბეს ვერ ხედავ.

ნინო ოხანაშვილს აქვს მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის 15+ წლიანი გამოცდილება როგორც წამყვან ქართულ კომპანიებში, ასევე საკუთარ ბიზნესებში. იგი არის ადამიანური რესურსის მართვის ექსპერტი და ტრენერი 10+ წლიანი გამოცდილებით.

ნინოს დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა - MBA, ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს და ასევე არის ცვლილებების მართვის სერტიფიცირებული (Prosci) პროფესიონალი.