ნინო ბერუაშვილი

ტრენერი

ახალი გამოცდილების ძებნა განვითარებისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. დაფიქრებულხართ, როდის იყო ბოლო შემთხვევა, როდესაც პირველად გააკეთეთ ახალი რამ?

ნინო ფლობს ადამიანური რესურსების მართვის და სწავლების სფეროში 15+ წლიან გამოცდილებას სხვადასხვა წამყვან ორგანიზაციებში. ამჟამად არის ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი. აქვს საინტერესო, მნიშვნელოვანი და ტრანსფორმაციული პროექტების განხორციელების გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში. არის ფსიქოლოგიის მაგისტრი, ასევე გავლილი აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლიდერობის პროგრამა (Advanced Leadership Program). ამჟამად პარალელურად დაკავებულია აკადემიური საქმიანობით რამდენიმე უნივერსიტეტში.