მიხეილ ზიბზიბაძე

ტრენერი

ვიღაც დღეს ჩრდილში ზის, იმიტომ, რომ ვიღაცამ ხე დარგო დიდი ხნის წინათ.

მიხეილს აქვს მართვის 12 წლიანი  გამოცდილება.  2004-2007 წლებში ეკავა სატელეკომუნიკაციო კომპანია ,,საქართველოს ტელეკომის“ ფინანსური დირექტორის მოადგილის, ხოლო შემდგომ მარკეტინგისა და გაყიდვების დირექტორის თანამდებობა. 2007-2009 წლებში იყო ენერგეტიკული კომპანია ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ფინანსური მიმართულების ხელმძღვანელი, ხოლო ამჟამად, ხელმძღვანელობს ამავე ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვის, ორგანიზაციული განვითარების, ხარისხისა და რისკების მართვის მიმართულებებს.

საინჟინრო განათლებასთან ერთად, მიღებული აქვს მინესოტის უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ტექნოლოგიის მენეჯმენტში და კავკასიის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში.