მარიკა კლდიაშვილი

სტარტაპ პროექტების დირექტორი და ტრენერი

იმ მასშტაბური პრობლემების გადაჭრა, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას, შეუძლებელია იმავე დონის აზროვნებით, რამაც ეს პრობლემები გამოიწვია.

მარიკა ფლობს 16 წლიან მენეჯერულ გამოცდილებას IT და ბიზნეს მიმართულებებით ქართულ და უცხოურ წამყვან კომპანიებში. მისი თანამდებობები სხვადასხვა დროს მოიცავდა ინფორმაციული სისტემების განყოფილების უფროსის, ბიზნეს ანალიზისა და პროექტების მართვის განყოფილების უფროსის და პროექტის მენეჯერის პოზიციებს.

მარიკას დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი და იგი ასევე არის სერთიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი).