მაია მიქაშავიძე

პარტნიორი და ტრენერი

ნებისმიერი, ყველაზე გრძელი მოგზაურობაც კი ერთი ნაბიჯით იწყება.

პროფ. მაია მიქაშავიძე მედიისა და მასკომუნიკაციის სპეციალისტია. მას არამომგებიანი სექტორის მართვის, მედიასთან და დონორებთან ურთიერთობის და ფონდების მოძიების ოცწლიანი გამოცდილება აქვს.

მაია მიქაშავიძე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დამაარსებელი და პირველი დეკანია (2001-2011). მისი ხელმძღვანელობით, დაფუძნდა რადიო GIPA FM და სადისკუსიო კლუბი "Frontline Georgia ".

მაია მიქაშავიძე პროფესიული განვითარების ცენტრის - "მართვის აკადემიის" თანადამფუძნებელია.

მაია მიქაშავიძე ფლობს სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის მიერ მინიჭებულ მასკომუნიკაციის დოქტორის ხარისხს, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მიერ მინიჭებულ სახელმწიფო მმართველობის მაგისტრის ხარისხს და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიპლომს.

მაია მიქაშავიძეს მიღებული აქვს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სიგელები.

სხვადასხვა დროს მუშაობდა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროსაბჭოს, ევროკავშირის, ეუთოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად. მაია მიქაშავიძე საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და საერთაშორისო განათლების ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია.