ლელა მაჩაიძე

ტრენერი

სანამ იმოქმედებ მოისმინე, სანამ რეაგირებას მოახდენ იფიქრე, სანამ დახარჯავ გამოიმუშავე, სანამ გააკრიტიკებ დაიცადე, სანამ ილოცებ აპატიე, სანამ ხელს ჩაიქნევ სცადე.

ლელა ფლობს 15+წლიან სამუშაო გამოცდილებას პროექტის მართვაში. მას აქვს მსხვილმასშტაბიანი და მაღალბიუჯეტიანი (170 მლნ. აშშ დოლარზე მეტი) პროექტების მართვის 10+ წლიანი გამოცდილება მსოფლიოში ცნობილ ამერიკულ კორპორაციებთან, ბექტელი (BNI) და სიეიჩ2მჰილლი (CH2MHILL), სადაც ის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილის პოზიციას იკავებდა. ლელა ამჟამად არის "PMI თბილისი, საქართველოს წარმომადგენლობის" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ასევე, საკონსულტაციო კომპანია "პროექტის მართვის ექსპერტების" (pme.ge) დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი. 

ლელა ფლობს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროექტის მართვის მაგისტრის ხარისხს, თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხს - MBA და არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი).