ქეთი ტყავაძე

პარტნიორი, თავმჯდომარე და ტრენერი

ნამდვილი ცხოვრება იწყება იქ, სადაც მთავრდება შენი კომფორტის ზონა.

ქეთი ფლობს 20 წლიან სამუშაო და 12+ წლიან მენეჯერულ გამოცდილებას. იგი მართვის აკადემიის თავმჯდომარე, ზირაათ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს  რისკების კომიტეტის თავმჯდომარე, ბიზნეს კონსულტანტი და რამდენიმე უნივერსიტეტში (ქართულ და ინგლისურენოვან პროგრამებზე) მენეჯმენტის მიწვეული ლექტორია.

მართვის აკადემიის მენეჯერობამდე იგი იკავებდა სს “თიბისი ბანკის” შესაბამისობის რისკის მართვის განყოფილების უფროსის (Chief Compliance Officer), ფინანსური მონიტორინგის განყოფილების უფროსის და პროექტის მენეჯერის პოზიციებს.

ქეთის დამთავრებული აქვს Grenoble Graduate Business School - გრენობლის (საფრანგეთი) ბიზნეს სკოლის MBA - ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა, მენეჯმენტ კონსულტანტის სპეციალიზაციით. ასევე, დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკროეკონომიკის და მენეჯმენტის ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობით. იგი არის სერტიფიცირებული პროექტის მენეჯერი PMP (პროექტის მართვის პროფესიონალი) და სერტიფიცირებული NLP პრაქტიკოსი.