ეკა კოპლატაძე

ტრენერი

თუ გაქვს სურვილი, გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, მოგიწევს გააკეთო ის, რაც არასდროს გიკეთებია

ეკა ფლობს 15 წლიან გამოცდილებას ხარისხის მართვის მიმართულებით. ასევე აქვს 14 წლიანი გამოცდილება ხარისხის აუდიტში და 15 წლიანი გამოცდილება ტრენინგების ჩატარებაში (ISO,GMP (Good Manufacturing Practice), ხარისხის რისკები.)

ეკას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სტანდარტების (HACCP, ISO, GMP) დანერგვის ადგილობრივ და საერთაშორისო  პროექტებში: ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა კვების და ფარმაცევტული პროდუქტების წარმოებაში, სამშენებლო მასალების მწარმოებელ კომპანიაში.

ხარისხის აუდიტები ჩატარებული აქვს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ბოლო აუდიტი ჩატარებული აქვს ფარმაცევტული საწარმოში - გენუა, იტალია;  Hoffmann La Roche-ში - ბაზელი, შვეიცარია, 2016 წ. ფარმაცევტული პროდუქტის ლოჯისტიკის კომპანიები, სომხეთი 2017 წ.

ეკა ამჟამად მუშაობს საწარმო “ჯი-ემ-პი” ში ხარისხის დარგში დირექტორის პოზიციაზე. ასევე, თავისუფალ და აგრარულ უნივერსიტეტებში არის ლექტორი, GIPA-ში კი სასერტიფიკატო პროგრამის მოწვეული ლექტორი.