აკადემიის შესახებ

აკადემიის შესახებ

მართვის აკადემია დაარსდა 2011 წლის 22 თებერვალს ალექსანდრე ჯეჯელავას, ვანო ნადირაძესა და მაია მიქაშავიძეს მიერ. ეს არის არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა მართვის ხარისხის გაუმჯობესება საქართველოს ბიზნეს, სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორში ხარისხიანი ტრენინგების, მასალებისა და საინტერესო ადამიანებს შორის გამოცდილების გაზიარების გზით.

ჩვენი ტრენინგები გამიზნულია მონაწილეების მიერ პრაქტიკული გამოცდილების მიღებაზე. შეხვედრების დროის მინიმუმ 50% ეთმობა რეალური სიტუაციების, პროექტებისა და ამოცანების მომზადებას, განხილვას და დოკუმენტირებას.

ჩვენი ყველა ტრენერი და პარტნიორი არის უმაღლესი კლასის პროფესიონალი 10+ წლიანი პრაქტიკული მენეჯერული გამოცდილებით იმ სფეროში, რა თემაზეც ატარებს ტრენინგს.

თითოეული ჩვენი ტრენინგი აგებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მოწინავე მეთოდოლოგიებზე დაყრდნობით. ამას ემატება ჩვენი ტრენერების მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება.

8 წლის განმავლობაში მართვის აკადემიის ტრენინგები გავლილი აქვს დაახლოებით 450-ზე მეტი კომპანიის 6000-ზე მეტ მენეჯერს.

აკადემია რიცხვებში

უნიკალური
გამოცდილება
6000
კურსდამთავრებული
450
ორგანიზაცია

აკადემია ფოტოებში